საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ

08.08.2011
ბეჭდვა

არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხი და საარჩევნო უფლებების განხორციელების რეალურობა სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საზოგადოებაში მაღალი საარჩევნო კულტურის განვითარება, საარჩევნო პროცესისადმი სოციალური განწყობის გაუმჯობესების ხელშეწყობა და ელექტორატის მოტივირება, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ლეგიტიმური არჩევნების გზით დაბალანსებული ხელისუფლების კონსტრუირებას. 

საზოგადოებაში საარჩევნო ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა, მოსახლეობის როლის გააქტიურება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში მიიღწევა შესაბამისი სასწავლო პროგრამების განხორციელების, საინფორმაციო კამპანიების, სამუშაო შეხვედრების წარმართვის, სასწავლო ლიტერატურის მიწოდებისა და  მსოფლიო პრაქტიკაში აპრობირებული სხვა გზებით.   

სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი აგრძელებს საგრანტო კონკურსის ციკლს სამოქალაქო განათლების მიმართულებით,  რომლის მიზანია იმ პროექტების გამოვლენა, რომელთა განხორციელება მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საქართველოს რეგიონებში სისტემური ხასიათის ღონისძიებების გატარებას აქტიური ამომრჩეველების გამოვლენისა და მათი საარჩევნო კულტურის ამაღლების კუთხით.

კონკურსის  მიზნების შესაბამისად,  საგრანტო პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს:

  • წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგია სამიზნე ჯგუფების გამოსავლენად (სხვადასხვა დემოგრაფიული ან/და ეთნიკური ჯგუფი)
  • სამიზნე ჯგუფებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად (საგამომცემლო, ვიზუალური მასალების მომზადება და სხვ.)
  • საგანმანათლებლო მასალების მომზადება ეთნიკური უმცირესობების ენაზე, აღნიშნული ჯგუფისათვის ტრენინგების/სემინარების ჩატარების შემთხვევაში
  • პროექტის მდგრადი განვითარების პერსპექტივა
  • პროექტის რისკის იდენტიფიკაცია, შეფასება და მენეჯმენტი (ცხრილის შესაბამისად):

 #

რისკი

 რისკის ალბათობა

(დაბალი, საშუალო, მაღალი)

პროექტზე გავლენა

(დაბალი, საშუალო, მაღალი)

რისკის მართვა

1

 

 

 

 

2

 

 

 

 

3

 

 

 

 

4

 

 

 

 


საგრანტო კონკურსის თემატიკა:

I. ”აქტიურ ამომრჩეველთა ქსელი - ამომრჩეველთა განათლების  წყარო”                  

დაფინანსება: არაუმეტეს 50 000 ლარისა

პროექტის განხორციელების პერიოდი: წლის 15 სექტემბერი - 2011 წლის 15 დეკემბერი

დამატებითი მოთხოვნები საგრანტო პროექტთან დაკავშირებით:

საგრანტო პროექტი ”აქტიურ ამომრჩეველთა ქსელი - ამომრჩეველთა განათლების წყარო” უნდა განხორციელდეს საქართველოს შემდეგი რეგიონებიდან ერთ-ერთში: რაჭა-ლეჩხუმი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი

საგრანტო კონკურსის თემატიკა:

II. ”ინფორმირებული ამომრჩეველი - დემოკრატიული არჩევნების წყარო”

დაფინანსება: არაუმეტეს 50 000 ლარისა

პროექტის განხორციელების პერიოდი: წლის 15 სექტემბერი - არაუგვიანეს 2012 წლის 15 აპრილი

დამატებითი მოთხოვნები საგრანტო პროექტთან დაკავშირებით:

საგრანტო პროექტი ”ინფორმირებული ამომრჩეველი - დემოკრატიული არჩევნების წყარო” უნდა განხორციელდეს საქართველოს რეგიონებში (გარდა თბილისისა); პროექტმა შეიძლება მოიცვას ერთდროულად რამდენიმე რეგიონი

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა:

კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (შემდგომში - არასამთავრობო ორგანიზაცია).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად(დანართი#1 შესაბამისად); 

ბ) საგრანტო პროექტის აღწერა და დასაბუთება (დანართი #2 შესაბამისად); 

გ) პროექტის დეტალურად გაწერილი ბიუჯეტი (დანართი #3 შესაბამისად); 

დ) პროექტის ერთგვერდიანი რეზიუმე;

ე) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული  სადამფუძნებლო დოკუმენტი;  

ვ) სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია, რომელიც უკეთ წარმოაჩენს წარმოდგენილ საგრანტო პროექტს.

საგრანტო კონკურსის გრაფიკი:

  • კონკურსის გამოცხადება - 8 აგვისტო, 2011 წელი
  • საკონკურსო დოკუმენტების წარდგენის ვადა - 9 – 22 აგვისტოს ჩათვლით, 2011 წელი
  • პროექტების განხილვა - 29 აგვისტო - 1 სექტემბერი, 2011 წელი
  • კონკურსის შედეგები - 6 სექტემბრამდე, 2011 წელი
  • ხელშეკრულებების გაფორმება - 7- 13 სექტემბერი, 2011 წელი

საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს:

  • 2011 წლის 9 – 22 აგვისტოს ჩათვლით,  10:00-17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა),  მისამართზე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი  მე-13 კილომეტრი
  • წერილობითი და ელექტრონული ფორმით (CD)

არასრულყოფილად წარდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება.

განმხილველი ორგანო:

საგრანტო პროექტების კონკურსის მიზნებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს განიხილავს საკონკურსო კომისია პროექტების წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დაუსწრებლად.

კომისია უფლებამოსილია საგრანტო პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვოს პროექტის წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღის ვადაში შესაბამისი ინფორმაცია წერილობით წარუდგინოს კომისიას.

შენიშვნა:

კონკურსანტებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ მათ ელექტრონულ მისამართზე  შეტყობინების გაგზავნის ფორმით, ინფორმაცია შერჩეული პროექტის/პროექტების შესახებ აგრეთვე განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.electioreforms.ge

საკონტაქტო პირი: გიორგი ეზუგბაია - 891 19 55 23

 

 

 

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
121314
15
161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia