საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა დასრულდა

10.09.2016
ბეჭდვა

სწავლების ცენტრის მიერ 2016 წლის 15 მარტს და 4 აპრილს გამოცხადებული საგრანტო კონკურსების ფარგლებში დაფინანსებულმა ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ ქვეყნის მასშტაბით, 73 საარჩევნო ოლქში, განახორციელა სასწავლო პროგრამები პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლის  მიზანი იყო მათი საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული სასწავლო პროგრამების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ შემდეგ საკითხებს:

  • არჩევნებში ჩართული მხარეები, მათი უფლებამოსილება და საარჩევნო ეთიკა;
  • გუნდური მუშაობა, დროის მენეჯმენტი და ანგარიშვალდებულება;
  • კონფლიქტების მართვა, საარჩევნო დავები, სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა;
  • წინასაარჩევნო კამპანია და ადმინისტრაციული რესურსები.

საგრანტო პროექტების განხორციელების პროცესში კონტრიბუციის სახით ცესკოს სწავლების ცენტრმა უზრუნველყო პარტიების წარმომადგენლების სწავლება შემდეგ მოდულებზე:

  • საარჩევნო ციკლი და საკანონმდებლო სიახლეები;
  • საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობა;
  • კენჭისყრის დღის პროცედურები.  

აღნიშნული საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამა გაიარა პროექტში მონაწილე 23 პოლიტიკური პარტიის (მათ შორის, 11 კვალიფიციური და 12 არაკვალიფიციური პარტიის) 1431 წარმომადგენელმა.

პროექტში მონაწილეთა დასწრების შესახებ დეტალური სტატისტიკა იხილეთ დანართში.

ფოტო გალერეა

  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
31
  
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia