საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ

03.02.2017
ბეჭდვა

სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში - სწავლების ცენტრი) 2017 წლის 3 თებერვლიდან აცხადებს საგრანტო კონკურსს შემდეგ მიმართულებაზე - პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა 2017 წელს გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებისთვის.

სიტუაციური ანალიზი

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 2015-2019 წლის სტრატეგიული გეგმის მიხედვით ქვეყანაში საარჩევნო კულტურის განვითარების მიზნის ეფექტიანად განხორციელება, სხვადასხვა ასპექტებთან ერთად, უკავშირდება არჩევნებში ჩართული მხარეებისათვის საარჩევნო საინფორმაციო /საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების აუცილებლობას. საარჩევნო პერიოდში ფართო არეალის სასწავლო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ცესკომ 2016 წელს განკარგულებით მიიღო გადაწყვეტილება, საგრანტო კონკურსის დაფინანსების მიმართულებად გამოეცხადებინა პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის. აღნიშნულ თემატიკაზე გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებზე დაფინანსდა 9 საგრანტო პროექტი, რომელიც საქართველოს  ყველა რეგიონში (73 საარჩევნო ოლქის ჭრილში) განხორციელდა. საგრანტო პროექტებით შეთავაზებულმა სასწავლო პროგრამებმა არჩევნებთან მიმართებით სამართლებრივი  და სხვა ზოგად-კონცეპტუალური საკითხები მოიცვა. აღსანიშნავია, რომ საგრანტო პროექტების განხორციელების პროცესში სწავლების ცენტრმა კონტრიბუციის სახით უზრუნველყო პარტიების წარმომადგენლების სწავლება არჩევნების საკანონმდებლო რეგულაციებზე. სტატისტიკური მონაცემებით სასწავლო კურსი 23 პოლიტიკური პარტიის (მათ შორის, 11 კვალიფიციური და 12 არაკვალიფიციური პარტიის) 1431-მა წარმომადგენელმა გაიარა.

საგრანტო პროექტებში მონაწილეთა შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით გამოიკვეთა პარტიებისთვის საარჩევნო საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტების გაგრძელების მოთხოვნა. ჩართული მხარეების მიერ გამოხატული მაღალი ინტერესისა და 2017 წელს გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების  გათვალისწინებით ცესკომ 2017 წლის 20 იანვრის №1/2017 განკარგულებით საგრანტო კონკურსის დაფინანსების მიმართულებად კვლავ განსაზღვრა საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად არჩევნებისთვის აღიჭურვებიან უფლებით დანიშნონ წევრები ან/და წარმომადგენლები საოლქო საარჩევნო კომისიებსა და საუბნო საარჩევნო კომისიებში.     

საკონკურსო თემატიკა - პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა 2017 წელს გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებისთვის

საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული მიზნიდან გამომდინარე, სავალდებულოა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საგრანტო პროექტი ითვალისწინებდეს პოლიტიკური პარტიებისთვის სასწავლო პროგრამის განხორციელებას, რომელიც მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა მოდულს:

  • არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისთვის მოქმედი საარჩევნო სისტემა საქართველოში;
  • ჩართული მხარეების საარჩევნო რეგისტრაცია, მათი უფლება-მოვალეობები საარჩევნო პროცესში და საარჩევნო ეთიკა;
  • წინასაარჩევნო კამპანიის/აგიტაციის წარმოება და შეზღუდვები;
  • კონფლიქტების მართვა და საარჩევნო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო სტანდარტები;
  • კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა და ანგარიშვალდებულება;
  • ინკლუზიური არჩევნები (მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა);
  • პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარებაზე ორიენტირებული დამატებით ნებისმიერი სხვა სასწავლო მოდული, გარდა ქვემოთ მოცემული მოდულებისა, რომლის სწავლებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრი კონტრიბუციის ფორმატში.

შენიშვნა:

  • ზემოაღნიშნული სასწავლო პროგრამის წარმოდგენასთან დაკავშირებით პირობის შეუსრულებლობა საკონკურსო დოკუმენტაციის კონკურსიდან მოხსნის საფუძველია.
  • სასწავლო პროგრამის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩასატარებელი ტრენინგების ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს არანაკლებ 21 საათისა (იგულისხმება სატრენინგო საათები, რომელშიც არ შედის შესვენების დრო).
  • შეფასების მიზნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროგრამაში გაწერილი იყოს შესაბამისი მოდულის მიზანი, შინაარსი, სწავლების შედეგი, მეთოდოლოგია, ხანგრძლივობა და სწავლების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ ინფორმაცია (იხ. ნიმუში).

საგრანტო კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენილ არასამთავრობო ორგანიზაციასთან კოორდინაციის პირობებში, პროექტის განხორციელების პროცესში უზრუნველყოფილი იქნება კონტრიბუცია სწავლების ცენტრის მხრიდან სამიზნე ჯგუფებისათვის შემდეგი მოდულების სწავლების კუთხით:

  • საარჩევნო ციკლი და საარჩევნო ოპერაციების მართვა (საარჩევნო ადმინისტრაციის მოდელი და უფლებამოსილებები);
  • კენჭისყრის დღე და კენჭისყრის პროცესის სახელმძღვანელო პრინციპები;
  • არჩევნების საანდოობა და უსაფრთხოება.

შენიშვნა:

  • პროექტის ფარგლებში სწავლების ცენტრის მიერ კონტრიბუციის სახით ჩასატარებელი ტრენინგების ხანგრძლივობა შეადგენს 6 საათს (გაითვალისწინეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ სავალდებულოდ განსახორციელებელი სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობაში, რომელიც შეადგენს არანაკლებ 21 საათს, არ შედის აღნიშნული 6 საათი).
  • არასამთავრობო ორგანიზაციამ პროექტში უნდა გაითვალისწინოს სწავლების ცენტრის კონტრიბუციის პირობა. სწავლების ცენტრის თანამშრომლების მიერ სასწავლო კურსის განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული შრომა და სამივლინებო ხარჯები ანაზღაურდება სწავლების ცენტრის მიერ.

საგრანტო პროექტის სამიზნე ჯგუფები

პოლიტიკური პარტიების ადამიანური რესურსის საარჩევნო შესაძლებლობებისა და კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით,  პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით სამიზნე ჯგუფების დაკომპლექტების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია შეასრულოს ქვემოთ მოცემული ყველა მოთხოვნა, კერძოდ:

ა)   სწავლების ცენტრს უნდა წარედგინოს:  

  • პროექტში მონაწილეობის შესახებ მოწვევის წერილის ოცი კვალიფიციური პოლიტიკური პარტიისთვის დაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი და მოწვევის წერილის შესაბამისად პროექტში მონაწილეობის თაობაზე არანაკლებ თერთმეტი კვალიფიციური პარტიიდან მიღებული თანხმობის წერილი;
  • ბოლო სამი წლის მანძილზე გამართულ ერთ-ერთ საერთო არჩევნებში მონაწილე არანაკლებ ექვსი არაკვალიფიციური პარტიისთვის პროექტში მონაწილეობის შესახებ მოწვევის წერილის დაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი და მოწვევის წერილის შესაბამისად პროექტში მონაწილეობის თაობაზე თანხმობის მიღების შემთხვევაში, აღნიშნული თანხმობის წერილი.

ბ)    პარტიებიდან მიღებული თანხმობის წერილები ხელმოწერილი უნდა იყოს პარტიების ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ. პარტიებისთვის დაგზავნილი მოწვევის წერილები და პარტიებიდან მიღებული თანხმობის წერილები სწავლების ცენტრს უნდა წარედგინოს არასამთავრობო ორგანიზაციის ელექტრონული ფოსტის მისამართზე აღნიშნული მოთხოვნის შესახებ შეტყობინების განხორციელებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში (წერილების წარმოდგენა უნდა მოხდეს ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD)).

შენიშვნა: ზემოაღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ.

გაითვალისწინეთ:  თანაბარი პირობებისა და პროპორციულობის უზრუნველსაყოფად, კონკურსის მიზნებისთვის ოცი კვალიფიციური პოლიტიკური პარტიიდან იმ პარტიებს, რომლებსაც აქვთ კანონმდებლობის შესაბამისად არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნის უფლება (შვიდი პარტია),  უნდა მიეცეთ შესაძლებლობა შესაბამის არეალში (არეალები იხილეთ ქვემოთ) მოქმედ თითოეულ საოლქო საარჩევნო კომისიასთან მიმართებაში სამიზნე ჯგუფში წარადგინონ პარტიის ორი წარმომადგენელი, ხოლო დანარჩენ პარტიებს (როგორც კვალიფიციურ, ისე არაკვალიფიციურ პარტიებს) - თითო წარმომადგენელი.

საგრანტო პროექტის განხორციელების არეალი და დაფინანსების ფარგლები

საგრანტო პროექტისთვის, რომელიც კონკურსის მიზნებისთვის მოიცავს პოლიტიკური პარტიებიდან წარდგენილი წარმომადგენლების მაქსიმალურ რაოდენობას (33 წარმომადგენელს ქვემოთ განსაზღვრული არეალის ფარგლებში მოქმედ თითო საოლქო საარჩევნო კომისიაზე გათვლით), დაფინანსების ფარგლები განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:  

  • თბილისი (მთაწმინდა, ვაკე, საბურთალო, კრწანისი, ჩუღურეთი) - არაუმეტეს 123 750 ლარისა;
  • თბილისი (ისანი, სამგორი, დიდუბე, ნაძალადევი, გლდანი) - არაუმეტეს 123 750 ლარისა;
  • კახეთი (საგარეჯო, გურჯაანი, სიღნაღი, დედოფლისწყარო) – არაუმეტეს 99 000 ლარისა;
  • კახეთი (ყვარელი, ლაგოდეხი, თელავი, ახმეტა) – არაუმეტეს 99 000 ლარისა;
  • ქვემო ქართლი (რუსთავი, გარდაბანი, მარნეული) - არაუმეტეს 74 250 ლარისა;
  • ქვემო ქართლი (წალკა, თეთრიწყარო, ბოლნისი, დმანისი) - არაუმეტეს 99 000 ლარისა;
  • შიდა ქართლი (კასპი, გორი, ქარელი, ხაშური) - არაუმეტეს 99 000 ლარისა;
  • მცხეთა-მთიანეთი (მცხეთა, თიანეთი, დუშეთი, ყაზბეგი) - არაუმეტეს 99 000 ლარისა;
  • სამცხე-ჯავახეთი (ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი) - არაუმეტეს 74 250 ლარისა;
  • სამცხე-ჯავახეთი (ასპინძა, ახალქალაქი, ნინოწმინდა) - არაუმეტეს 74 250 ლარისა;
  • იმერეთი (ზესტაფონი, ხარაგაული, საჩხერე, ჭიათურა) - არაუმეტეს 99 000 ლარისა;
  • იმერეთი (ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი, ქუთაისი) - არაუმეტეს 99 000 ლარისა;
  • იმერეთი (სამტრედია, ვანი, ხონი, წყალტუბო) - არაუმეტეს 99 000 ლარისა;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი) - არაუმეტეს 99 000 ლარისა;
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი (აბაშა, მარტვილი, სენაკი, ჩხოროწყუ, ხობი) - არაუმეტეს 123 750 ლარისა;
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი (ფოთი, ზუგდიდი, წალენჯიხა, მესტია) - არაუმეტეს 99 000 ლარისა;
  • გურია (ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი) - არაუმეტეს 74 250 ლარისა;
  • აჭარა (ქობულეთი, ბათუმი, ხელვაჩაური) - არაუმეტეს 74 250 ლარისა;
  • აჭარა (ხულო, ქედა, შუახევი) - არაუმეტეს 74 250 ლარისა.

შენიშვნა:

  • არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარადგინოს მხოლოდ ერთი საგრანტო პროექტი, საოლქო საარჩევნო კომისიების მიხედვით დაყოფილ ერთ რომელიმე არეალში.
  • კონკურსის მიზნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიხედვით დაყოფილ თითოეულ არეალში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული პროექტი.
  • პროექტის დაფინანსების შემთხვევაში თანხა გაიცემა ეტაპობრივად ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში.
  • თუ პარტიებიდან პროექტში მონაწილეობის შესახებ მიღებული თანხმობის წერილებიდან გამოიკვეთება, რომ შემცირდა პროექტით გათვალისწინებულ სამიზნე ჯგუფებში მონაწილეთა რაოდენობა, არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია სწავლების ცენტრს წარუდგინოს პროექტის კორექტირებული ბიუჯეტი ზემოაღნიშნული დაანგარიშების პრინციპის გათვალისწინებით.  არასამთავრობო ორგანიზაციამ კორექტირებული ბიუჯეტი სწავლების ცენტრს უნდა წარუდგინოს პარტიებისთვის დაგზავნილ მოწვევისა და პარტიებიდან მიღებული თანხმობის წერილებთან ერთად (ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD)). აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ.

საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა

საგრანტო პროექტის განხორციელების პერიოდი შეიძლება მოიცავდეს:

  • 2017 წლის 1 მაისიდან არაუგვიანეს 2017 წლის 1 აგვისტომდე პერიოდს, თუ პროექტი წარდგენილია ისეთ არეალზე, რომლის ფარგლები კონკურსის მიზნებისთვის მოიცავს არანაკლებ ოთხ საოლქო საარჩევნო კომისიას;
  • 2017 წლის 1 მაისიდან არაუგვიანეს 2017 წლის 1 ივლისამდე პერიოდს, თუ პროექტი წარდგენილია ისეთ არეალზე, რომლის ფარგლები კონკურსის მიზნებისთვის მოიცავს სამ საოლქო საარჩევნო კომისიას.

ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კონკურსის გამოცხადებამდე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (შემდგომში - არასამთავრობო ორგანიზაცია).

კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ხელმძღვანელი პირები ან/და კონკურსში წარსადგენად შემუშავებული პროექტის განმახორციელებელი პირები არიან: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი; ცესკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; სწავლების ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; საგრანტო საკონკურსო კომისიის,  კომისიის სამდივნოსა და მონიტორინგის ჯგუფის წევრი. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებში იგულისხმება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები.

საგრანტო კონკურსში წარსადგენი საკონკურსო დოკუმენტაცია

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია მითითებული წესის დაცვით:

ა) საგრანტო განაცხადი დანართი №1-ის ფორმის დაცვით (ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD));  

ბ) საგრანტო კონკურსის გამოცხადების (2017 წლის 3 თებერვლის) შემდეგ მომზადებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის მონაცემებით დასტურდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას არ გააჩნია შემდეგი  ვალდებულებები: ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა, მოვალეთა რეესტრი (ნაბეჭდი ფორმით);

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტი (წესდება, დებულება ან სხვა) (ნაბეჭდი ფორმით).

განმხილველი ორგანო

საგრანტო საკონკურსო კომისია იღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო დოკუმენტაციის განუხილველად დატოვების შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების/დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ, საკონკურსო დოკუმენტაციის კონკურსიდან მოხსნის შესახებ.  საგრანტო საკონკურსო კომისია აღნიშნულ გადაწყვეტილებებს იღებს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის  სხდომაზე დაუსწრებლად.

საგრანტო საკონკურსო კომისიის წევრების მიერ საგრანტო პროექტების შეფასება ხორციელდება საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასების ფურცელში განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად (იხ. დანართი №2).

საგრანტო კონკურსის შედეგების საჯაროობა

საგრანტო კონკურსის მონაწილეებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ მათ ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით. ინფორმაცია საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ასევე განთავსდება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებ–გვერდებზე.

გრაფიკი

  • საგრანტო კონკურსის გამოცხადება: 3 თებერვალი, 2017 წელი; 
  • საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა: 2017 წლის 6 თებერვლიდან 2017 წლის 17 თებერვლის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი (ცესკოს შენობა, მე-5 სართული);
  • საინფორმაციო შეხვედრები (ღია კარის დღეები) საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესთან დაკავშირებით: 2017 წლის 7-8 თებერვალი, 15:00 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი (ცესკოს შენობა, მე-5 სართული).

„გრანტის გაცემის წესი“ იხილეთ ბმულზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 261 21 11

 

 

  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
31
  
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia