საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა გრძელდება

14.07.2017
ბეჭდვა

ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ 2017 წლის 3 თებერვალს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული 19 არასამთავრობო ორგანიზაცია აგრძელებს სასწავლო პროექტების განხორციელებას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის.

მონაწილეები სასწავლო პროგრამების ფარგლებში ეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

  • არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისთვის მოქმედი საარჩევნო სისტემა საქართველოში;
  • ჩართული მხარეების საარჩევნო რეგისტრაცია, მათი უფლება-მოვალეობები საარჩევნო პროცესში და საარჩევნო ეთიკა;
  • წინასაარჩევნო კამპანიის/აგიტაციის წარმოება და შეზღუდვები;
  • კონფლიქტების მართვა და საარჩევნო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო სტანდარტები;
  • კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა და ანგარიშვალდებულება;
  • ინკლუზიური არჩევნები (მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა).

აღნიშნული ინიციატივის მიზანია 2017 წელს გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა. საგრანტო კონკურსის ფარგლებში სასწავლო პროექტები მიმდინარეობს ცესკოს სწავლების ცენტრის ჩართულობით, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკური  პარტიების წარმომადგენლების სწავლებას შემდეგ მოდულებზე: საარჩევნო ციკლი და საარჩევნო ოპერაციების მართვა (საარჩევნო ადმინისტრაციის მოდელი და უფლებამოსილებები); კენჭისყრის დღე და კენჭისყრის პროცესის სახელმძღვანელო პრინციპები; არჩევნების საანდოობა და უსაფრთხოება.

სასწავლო პროექტები ქვეყნის მასშტაბით (73 საარჩევნო ოლქში) ხორციელდება. ამ ეტაპისთვის საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამა გაიარა პროექტში მონაწილე  პოლიტიკური პარტიების 1898-მა წარმომადგენელმა. კონტრიბუციის სახით ცესკოს სწავლების ცენტრი ახორციელებს სასწავლო პროცესის მხარდაჭერას  სურდოთარგმანის უზრუნველყოფით.  

გრაფიკები იხილეთ ბმულზე.

ვიდეო გალერეა

ტრენინგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის - 2017

ფოტო გალერეა

  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
202122232425
26
2728293031  
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia