საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ

16.04.2018
ბეჭდვა

სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში - სწავლების ცენტრი) 2018 წლის 16 აპრილიდან აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 6 აპრილის №93/2018 განკარგულებით განსაზღვრულ საგრანტო კონკურსის დაფინანსების შემდეგ მიმართულებებზე: 

  • პირველი მიმართულება: ამომრჩეველთა ინფორმირება 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის
  • მეორე მიმართულება: ახალგაზრდა ამომრჩეველთა საარჩევნო ცნობიერების და სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლების ხელშეწყობა 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის
  • მესამე მიმართულება: მოწყვლადი ჯგუფების და ქალების მონაწილეობის ხელშეწყობა 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის

პირველი მიმართულების საკონკურსო თემატიკა: ამომრჩეველთა ინფორმირება 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის

აღნიშნულ თემატიკაზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საარჩევნო ცნობიერების ამაღლების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდისა და არჩევნებში ამომრჩევლის გააქტიურების ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო/სასწავლო ხასიათის პროგრამის ან სხვა ფორმატის ღონისძიებების განხორციელებას. მნიშვნელოვანია, პროექტისთვის შემუშავებულ საინფორმაციო/სასწავლო პროგრამაში მითითებული იყოს გამოყენებული წყარო, ლიტერატურა და ავტორი.

ამომრჩეველთა ჯგუფები, რომელზეც გავრცელდება პროექტი, უნდა მოიცავდეს ამომრჩეველთა ჯგუფს ზოგადად. პროექტის ბენეფიციარი შესაძლებელია იყოს მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველი, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი, იძულებით გადაადგილებული პირები. სასურველია, სამიზნე ჯგუფის დაკომპლექტება მოხდეს გენდერული ასპექტების გათვალისწინებით.

საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა: 2018 წლის 1 აგვისტო - 30  სექტემბერი (2 თვე)

პირველი მიმართულების დაფინანსების ჯამური თანხა: 209 000 ლარი

საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები განისაზღვრება არეალების მიხედვით შემდეგი ოდენობით:  

  • თბილისი - არაუმეტეს 19 000 ლარისა;
  • კახეთი - არაუმეტეს 19 000 ლარისა;
  • ქვემო ქართლი - არაუმეტეს 19 000 ლარისა;
  • შიდა ქართლი - არაუმეტეს 19 000 ლარისა;
  • მცხეთა-მთიანეთი - არაუმეტეს 19 000 ლარისა;
  • სამცხე-ჯავახეთი - არაუმეტეს 19 000 ლარისა;
  • იმერეთი -არაუმეტეს 19 000 ლარისა;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - არაუმეტეს 19 000 ლარისა;
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი - არაუმეტეს 19 000 ლარისა;
  • გურია - არაუმეტეს 19 000 ლარისა;
  • აჭარა - არაუმეტეს 19 000 ლარისა.

შენიშვნა:

  • არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებამოსილია პირველი მიმართულების საკონკურსო თემატიკაზე წარადგინოს მხოლოდ ერთი საგრანტო პროექტი, ერთ რომელიმე არეალში.
  • კონკურსის მიზნებისთვის დაყოფილ თითოეულ არეალში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული პროექტი.
  • საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული მიზნიდან გამომდინარე, სავალდებულოა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საგრანტო პროექტი ითვალისწინებდეს საინფორმაციო ხასიათის პროგრამების ან/და სხვა ფორმატის ღონისძიებების ჩატარებას პროექტის განხორციელებისთვის განსაზღვრულ არეალში შემავალი არანაკლებ სამი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობა საკონკურსო დოკუმენტაციის კონკურსიდან მოხსნის საფუძველია.

მეორე  მიმართულების საკონკურსო თემატიკა: ახალგაზრდა ამომრჩეველთა საარჩევნო ცნობიერების და სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლების ხელშეწყობა 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის

აღნიშნულ თემატიკაზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის ახალგაზრდა ამომრჩევლების ინფორმირების ხელშეწყობასა და საარჩევნო პროცესში სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლებაზე ორიენტირებული საინფორმაციო-სასწავლო პროგრამის ან სხვა ფორმატის ღონისძიებების განხორციელებას.  მნიშვნელოვანია, პროექტისთვის შემუშავებულ საინფორმაციო/სასწავლო პროგრამაში მითითებული იყოს გამოყენებული წყარო, ლიტერატურა და ავტორი.

სამიზნე ჯგუფები, რომელზეც გავრცელდება პროექტი, უნდა მოიცავდეს ახალგაზრდა ამომრჩევლებს. პროექტის ბენეფიციარი შესაძლებელია იყოს მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდა ამომრჩეველი, ასევე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდები. სასურველია, სამიზნე ჯგუფის დაკომპლექტება მოხდეს გენდერული ასპექტების გათვალისწინებით.

შენიშვნა:

მეორე მიმართულების საკონკურსო თემატიკაზე გამარჯვებულად გამოვლენილ არასამთავრობო ორგანიზაციასთან კოორდინაციის პირობებში, პროექტის განხორციელების პროცესში უზრუნველყოფილი იქნება კონტრიბუცია სწავლების ცენტრის მხრიდან, რაც ითვალისწინებს ერთი საინფორმაციო შეხვედრის ჩატარებას სამიზნე ჯგუფისთვის, რომლის ფარგლებში პროექტში მონაწილე ახალგაზრდების უშუალო ჩართულობით მოეწყობა იმიტირებული არჩევნები.

პროექტის ფარგლებში სწავლების ცენტრის მიერ კონტრიბუციის სახით ჩასატარებელი საინფომაციო შეხვედრის ხანგრძლივობა შეადგენს არაუმეტეს 2 საათისა.

სწავლების ცენტრის თანამშრომლების მიერ საინფორმაციო შეხვედრის განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული შრომა და სამივლინებო ხარჯები ანაზღაურდება სწავლების ცენტრის მიერ.

საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა: 2018 წლის 1 აგვისტო - 30  სექტემბერი (2 თვე)

მეორე მიმართულების დაფინანსების ჯამური თანხა: 209 000 ლარი

საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები განისაზღვრება არეალების მიხედვით შემდეგი ოდენობით:  

  • თბილისი - არაუმეტეს 19 000 ლარისა;
  • კახეთი - არაუმეტეს 19 000 ლარისა;
  • ქვემო ქართლი - არაუმეტეს 19 000 ლარისა;
  • შიდა ქართლი - არაუმეტეს 19 000 ლარისა;
  • მცხეთა-მთიანეთი - არაუმეტეს 19 000 ლარისა;
  • სამცხე-ჯავახეთი - არაუმეტეს 19 000 ლარისა;
  • იმერეთი -არაუმეტეს 19 000 ლარისა;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - არაუმეტეს 19 000 ლარისა;
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი - არაუმეტეს 19 000 ლარისა;
  • გურია - არაუმეტეს 19 000 ლარისა;
  • აჭარა - არაუმეტეს 19 000 ლარისა.

შენიშვნა:

  • არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებამოსილია მეორე მიმართულების საკონკურსო თემატიკაზე წარადგინოს მხოლოდ ერთი საგრანტო პროექტი, ერთ რომელიმე არეალში.
  • კონკურსის მიზნებისთვის დაყოფილ თითოეულ არეალში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული პროექტი.
  • საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული მიზნიდან გამომდინარე, სავალდებულოა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საგრანტო პროექტი ითვალისწინებდეს საინფორმაციო ხასიათის პროგრამების ან/და სხვა ფორმატის ღონისძიებების ჩატარებას პროექტის განხორციელებისთვის განსაზღვრულ არეალში შემავალი არანაკლებ სამი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობა საკონკურსო დოკუმენტაციის კონკურსიდან მოხსნის საფუძველია.

მესამე მიმართულების საკონკურსო თემატიკა: მოწყვლადი ჯგუფების და ქალების მონაწილეობის ხელშეწყობა 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის

აღნიშნულ თემატიკაზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის მოწყვლადი ჯგუფების ინფორმირებისა და  საარჩევნო პროცესში სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლების ხელშეწყობაზე ორიენტირებული საინფორმაციო ხასიათის პროგრამების ან/და სხვა ფორმატის ღონისძიებების განხორციელებას. მნიშვნელოვანია, პროექტისთვის შემუშავებულ საინფორმაციო/სასწავლო პროგრამაში მითითებული იყოს გამოყენებული წყარო, ლიტერატურა და ავტორი.

სამიზნე ჯგუფები, რომელზეც გავრცელდება პროექტი, უნდა მოიცავდეს ქვემოთ დასახელებულ მინიმუმ ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფს:

  • ქალები;
  • ეთნიკური უმცირესობები;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;
  • იძულებით გადაადგილებულ პირები.

მნიშვნელოვანია, რომ სამიზნე ჯგუფების სახით ეთნიკური უმცირესობების ან/და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების იდენტიფიცირების შემთხვევაში პროექტი განხორციელდეს ენობრივი, ტრადიციულ/რელიგიური ბარიერების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებით. სასურველია, სამიზნე ჯგუფის დაკომპლექტება მოხდეს გენდერული ასპექტების გათვალისწინებით.

საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა: 2018 წლის 1 აგვისტო - 30  სექტემბერი (2 თვე)

მესამე მიმართულების დაფინანსების ჯამური თანხა: 140 000 ლარი

საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები: არაუმეტეს 19 000 ლარისა

ყურადღება:

  • გამოცხადებული საგრანტო კონურსის ფარგლებში დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და პროექტის განმახორციელებელი პირები საგრანტო პროექტის შესრულების პროცესში უნდა იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები, პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების პერიოდში თავი აარიდონ ისეთ მოქმედებას, რომელიც შეიძლება აღქმულ იქნას რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერად/წინააღმდეგ ქმედებად, მათ შორის, თავი შეიკავონ პროექტის განმახორციელებელ, შემსრულებელ პირად ისეთი პირების ჩართვისაგან, რომლებიც 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის წარმოადგენენ საარჩევნო სუბიექტს. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გამოიყენება „გრანტის გაცემის წესით“ განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომები.
  • „გრანტის გაცემის წესის“ შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარადგინოს მხოლოდ ერთი საგრანტო განაცხადი.

ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კონკურსის გამოცხადებამდე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (შემდგომში - არასამთავრობო ორგანიზაცია).

კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ხელმძღვანელი პირები ან/და კონკურსში წარსადგენად შემუშავებული პროექტის განმახორციელებელი პირები არიან: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი; ცესკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; სწავლების ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; საგრანტო საკონკურსო კომისიის,  კომისიის სამდივნოსა და მონიტორინგის ჯგუფის წევრი. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებში იგულისხმება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები.

საგრანტო კონკურსში წარსადგენი საკონკურსო დოკუმენტაცია:

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია მითითებული წესის დაცვით:

ა) საგრანტო განაცხადი დანართიN1-ის ფორმის დაცვით (ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD)); 

ბ) საგრანტო კონკურსის გამოცხადების (2018 წლის 16 აპრილი) შემდეგ მომზადებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის მონაცემებით დასტურდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას არ გააჩნია შემდეგი  ვალდებულებები: ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა, მოვალეთა რეესტრი (ნაბეჭდი ფორმით);

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტი (წესდება, დებულება ან სხვა) (ნაბეჭდი ფორმით).

განმხილველი ორგანო:

არასამთავრობო ორგანიზაციის საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასებას, არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების/დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს „გრანტის გაცემის წესის“ შესაბამისად შექმნილი საგრანტო საკონკურსო კომისია, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის  სხდომაზე დაუსწრებლად.

საგრანტო საკონკურსო კომისიის წევრების მიერ საგრანტო პროექტების შეფასება ხორციელდება საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასების ფურცელში განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად (დანართი N2).

საგრანტო კონკურსის შედეგების საჯაროობა:

საგრანტო კონკურსის მონაწილეებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ მათ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით. ინფორმაცია საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ასევე განთავსდება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებ–გვერდებზე:

www.cesko.ge; www.electionreforms.ge

საგრანტო კონკურსის გრაფიკი:

  • კონკურსის გამოცხადება: 16 აპრილი, 2018 წელი;
  • საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა: 2018 წლის 17 აპრილიდან – 4 მაისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი, ცესკოს შენობა, მეხუთე სართული;
  • საინფორმაციო შეხვედრები საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესთან დაკავშირებით: 2018 წლის 25 და 27 აპრილი, 15:00 საათი, მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი, ცესკოს შენობა.

„გრანტის გაცემის წესი“ იხილეთ ბმულზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 261 21 11 (17)

 

  • მიმდინარე კონკურსი
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
31
  
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia