საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენერთა ტრენინგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთათვის საინფორმაციო-სასწავლო პროგრამის განსახორციელებლად

29.05.2018
ბეჭდვა

სწავლების ცენტრი 2018 წლის 28-29 მაისს ტრენერთა მოსამზადებელ კურსს ატარებს. საჭირო გადამზადების შემდგომ საარჩევნო ადმინისტრაციის 14 ტრენერი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთათვის განახორციელებს სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებულ სასწავლო პროგრამას.

ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ გახსნა და ინფორმირებული საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად პოლიტიკური პარტიებისთვის სასწავლო პროგრამის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სწავლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო ბერულავამ მონაწილეებს გააცნო ცესკოსა და სწავლების ცენტრის ინიციატივა, რომლის ფარგლებში სწავლების ცენტრი, ცესკოს ეგიდით გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შედეგად დაფინანსებული საგრანტო პროექტების განხორციელების პროცესში, კონტრიბუციის სახით უზრუნველყოფს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა სწავლებას. კერძოდ, სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები განახორციელებენ სასწავლო კურსს, რომელიც შემდეგ მოდულებს მოიცავს: საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის წესი, არჩევნების ორგანიზება (საარჩევნო ციკლი), კენჭისყრის დღე, საჩივრის/განცხადების შედგენის საფუძველი და ტექნიკა.

აღნიშნული ინიციატივა 2018 წლის 8 თებერვალს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შედეგად დაფინანსებულ 15 არასამთავრობო ორგანიზაციასთან პარტნიორობით ხორციელდება და მიზნად ისახავს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობას 2018 წელს გასამართი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის.

კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით, დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, თავის მხრივ, საგრანტო პროექტების ფარგლებში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს სთავაზობენ სასწავლო პროგრამებს, რომელიც, მათ შორის, მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

  • პოლიტიკური პარტიების სტრუქტურა, მენეჯმენტი (საერთაშორისო პრაქტიკა) და უფლებრივი მდგომარეობა;
  • პოლიტიკური კულტურა არჩევნებში, დებატები და საარჩევნო ეთიკა (პროფესიული, ეთიკური სტანდარტები და კომუნიკაცია საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან);
  • პარტიებისა და კანდიდატების თანაბარი შესაძლებლობები საარჩევნო პროცესში (მათ შორის: ხელმისაწვდომობა ადმინისტრაციულ რესურსებსა და საეთერო/სარეკლამო დროზე);
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის მექანიზმები (მათ შორის: მედიასთან ურთიერთობა და სოციალური ქსელების გამოყენება, პოლიტიკური და საარჩევნო პიარი);
  • პარტიის როლი უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში;
  • ქალთა მონაწილეობის გაზრდის შიდა პარტიული მექანიზმები;
  • პერსონალის და მოხალისეების მართვა (მათ შორის: აქტიური მოქალაქეობა და ახალგაზრდების ჩართულობა საარჩევნო პროცესში, რეგიონული წარმომადგენლობების განვითარება).

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენეთა ტრენინგების ჩატარების გრაფიკები ეტაპობრივად განთავსდება სწავლების ცენტრის ვებ-გვერდზე.

ფოტო გალერეა

  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
თებერვალი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  123
4
5
6789101112
13141516171819
20212223242526
2728     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia