საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ახალგაზრდული დებატ - კლუბი 2018

30.08.2018
ბეჭდვა

2018 წლის 20 – 30 აგვისტოს პერიოდში სწავლების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა კონკურსი „ახალგაზრდული დებატ - კლუბი 2018“. აღნიშნული ინიციატივა 2018 წლის 8 თებერვალს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შედეგად დაფინანსებულ რვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან პარტნიორობით განხორციელდა და მიზნად ისახავდა ახალგაზრდა ამომრჩევლების ინფორმირებისა და საარჩევნო პროცესში სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლების ხელშეწყობას.

ახალგაზრდული დებატ-კლუბის პროექტის მიზანია, ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერებისა და კულტურის ამაღლების ხელშეწყობა, საარჩევნო პროცესებზე მათი ინტერესის გაღრმავება, რაც გულისხმობს სწრაფი აზროვნებისა და მოკლე დროში გუნდური გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობას, სპიკერის როლის მორგებასა და საკუთარი პოზიციის დაცვის უნარების ჩამოყალიბებას.

ახალგაზრდული დებატ - კლუბი ჩატარდა სამ ეტაპად:

ჯგუფური ეტაპი  - ერთმანეთს დაუპირისპირდა 8 გუნდი და გამოვლინდა 4 გამარჯვებული, სადებატო თემა - „აქტიური საარჩევნო უფლება უნდა იყოს დაშვებული 16 წლის ასაკიდან“;

ნახევარფინალი  -  ერთმანეთს დაუპირისპირდა ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვებული 4 გუნდი, სადებატო თემა - „აქტიური საარჩევნო უფლება უნდა იყოს სავალდებულო“;

ფინალი - ერთმანეთს დაუპირისპირდა ნახევარფინალურ ეტაპზე გამარჯვებული 2 გუნდი - ააიპ კარგი მმართველობის ინსტიტუტი და ააიპ რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდი „თანაზიარი“. სადებატო თემა - „არჩევნების ელექტრონულად ჩატარება კარგი საშუალებაა“.

გამარჯვებული გუნდი გამოავლინა ჟიურიმ, რომელსაც წარმოადგენდნენ: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სწავლების ცენტრის და თბილისის საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გამარჯვებულად გამოვლინდა ააიპ რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდი „თანაზიარის“ გუნდი. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

სწავლების ცენტრი აგრძელებს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელთა მიზანია საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერებისა და საარჩევნო კულტურის ამაღლების ხელშეწყობა.

ფოტო გალერეა

  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
თებერვალი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12
3
45
6789101112
13141516171819
20212223242526
2728     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia