საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა დასრულდა

03.09.2018
ბეჭდვა

სწავლების ცენტრის მიერ 2018 წლის 8 თებერვალს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, მეორე მიმართულებაზე დაფინანსებულმა თხუთმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ყველა რეგიონში განახორციელა სასწავლო პროგრამები პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლის  მიზანი იყო მათი საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა 2018 წელს გასამართი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული სასწავლო პროგრამების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ შემდეგ საკითხებს:

  • პოლიტიკური პარტიების სტრუქტურა, მენეჯმენტი (საერთაშორისო პრაქტიკა) და უფლებრივი მდგომარეობა;
  • პოლიტიკური კულტურა არჩევნებში, დებატები და საარჩევნო ეთიკა (პროფესიული, ეთიკური სტანდარტები და კომუნიკაცია საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან);
  • პარტიებისა და კანდიდატების თანაბარი შესაძლებლობები საარჩევნო პროცესში (მნიშვნელოვანია მოდული მათ შორის მოიცავდეს შემდეგ საკითხებს - ხელმისაწვდომობა ადმინისტრაციულ რესურსებსა და საეთერო/სარეკლამის დროზე);
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის მექანიზმები (მნიშვნელოვანია მოდული მათ შორის მოიცავდეს შემდეგ საკითხებს - მედიასთან ურთიერთობა და სოციალური ქსელების გამოყენება, პოლიტიკური და საარჩევნო პიარი);
  • პარტიის როლი უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში;
  • ქალთა მონაწილობის გაზრდის შიდა პარტიული მექანიზმები;
  • პერსონალის და მოხალისეების მართვა (მნიშვნელოვანია მოდული მათ შორის მოიცავდეს შემდეგ საკითხებს - აქტიური მოქალაქეობა და ახალგაზრდების ჩართულობა საარჩევნო პროცესში, რეგიონული წარმომადგენლობების განვითარება).

საგრანტო პროექტების განხორციელების პროცესში სწავლების ცენტრმა, კონტრიბუციის სახით, უზრუნველყო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების სწავლება შემდეგ მოდულებზე: საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის წესი, არჩევნების ორგანიზება (საარჩევნო ციკლი) და კენჭისყრის დღე; საჩივრის/განცხადების შედგენის საფუძველი და ტექნიკა. ასევე სწავლების ცენტრმა უზრუნველყო სასწავლო პროცესის მხარდაჭერა სურდოთარგმანის თანხლებით.  

აღნიშნული საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამა გაიარა პროექტში მონაწილე 44 პოლიტიკური პარტიის (მათ შორის, 18 კვალიფიციური და 26 არაკვალიფიციური პარტიის) 1858 წარმომადგენელმა.

ფოტო გალერეა

  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
თებერვალი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12
3
45
6789101112
13141516171819
20212223242526
2728     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia