საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა I ეტაპის ტრენინგებზე დასწრების სტატისტიკა 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის

27.11.2018
ბეჭდვა

საქართველოს  პრეზიდენტის 2018  წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 20-22 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა  საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა I ეტაპის ტრენინგები, რომელიც დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების სწავლებას.

ტრენინგების ფარგლებში, საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს შორის ყურადღება გამახვილდა ხმის დათვლის პროცესზე, კენჭისყრის დღის შემაჯამებელი ოქმის შევსების ინსტრუქციაზე, საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვის წესზე, კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრებთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეაგირების მექანიზმებზე, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის წარმოებაზე. ტრენინგები პრაქტიკული სწავლების მეთოდოლოგიით ჩატარდა.

ჩატარებულ სატრენინგო სესიებს 7 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციისა და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლები დაესწრნენ (სულ - 64 დამკვირვებელი):

  • ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ცენტრი (OSCE/ODIHR);
  • ახალგაზრდული ცენტრი - ჩვენი თაობა 1921;
  • ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი;
  • კავშირი 21-ე საუკუნე;
  • განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი;
  • საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირი;
  • დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი;
  • საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი.

I ეტაპის ტრენინგები გაიარა 3648 საუბნო საარჩევნო კომისიის (მათ შორის 11 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია) 9228 ხელმძღვანელმა პირმა, მათ შორის ქალი - 6898, კაცი - 2330. დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
161718192021
22
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia