საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

2019 წლის 18 თებერვალს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების განხორციელების გრაფიკი

22.04.2019
ბეჭდვა

სწავლების ცენტრის მიერ 2019 წლის 18 თებერვალს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებულმა 47 არასამთავრობო ორგანიზაციამ დაიწყო საგრანტო პროექტების განხორციელება შემდეგი მიმართულებით:

  • პირველი მიმართულება - ამომრჩეველთა ინფორმირება 2019 წლის მაისში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური და მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის
  • მეორე მიმართულება - ახალგაზრდა ამომრჩევლების საარჩევნო ცნობიერების და სამოქალაქო კულტურის ამაღლების ხელშეწყობა

პირველ მიმართულებაზე დაფინანსებული 23 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საგრანტო პროექტები ითვალისწინებს 2019 წლის 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის საარჩევნო საინფორმაციო კამპანიის უზრუნველყოფის ინიციატივას, რომელიც ორიენტირებულია ამომრჩევლებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე, არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობის საკითხებზე და საარჩევნო უფლებების რეალიზების საკანონმდებლო მექანიზმებზე.

პროექტები განხორციელდება მთაწმინდის, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდის, ხულოს, საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის საარჩევნო ოლქებში, 2019 წლის 15 აპრილიდან - 15 მაისამდე პერიოდში.

მეორე მიმართულებაზე დაფინანსებული 24 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საგრანტო პროექტები ითვალისწინებს ახალგაზრდა ამომრჩევლების სამოქალაქო განათლების უზრუნველყოფის ინიციატივას, რომელიც ორიენტირებულია ახალგაზრდა ამომრჩევლებისათვის ინფორმაციის მიწოდებაზე დემოკრატიული არჩევნებისა და არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში ამომრჩევლის მონაწილეობის მნიშვნელობის საკითხებზე, საქართველოში სახელმწიფო მოწყობისა და არჩევითი ორგანოების ფორმირების წესზე, ელექტორატსა და მის მიერ არჩეულ ინსტიტუციებს შორის ანგარიშვალდებულების პრინციპის შესახებ, არჩევნების პოპულარიზაციასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის უზრუნველსაყოფად სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

დაფინანსებული საგრანტო პროექტები განხორციელდება ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო და ზემო სვანეთი, გურია და აჭარა) 2019 წლის 15 აპრილიდან - 15 ივნისამდე პერიოდში.

ღონისძიებების ჩატარების გრაფიკი.

  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
თებერვალი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  123
4
5
6789101112
13141516171819
20212223242526
2728     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia