საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა I ეტაპის ტრენინგები საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის

31.05.2019
ბეჭდვა

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 2019 წლის 3-5 ივნისს განხორციელდება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა I ეტაპის ტრენინგები, რომელიც დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა სწავლებას.

პროფილური სასწავლო პროგრამის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებებზე (საორგანიზაციო, საზედამხედველო და რეაგირებითი) კენჭისყრის დღეს საარჩევნო ოპერაციების მართვის პროცესში, მათ შორის განხილულ იქნება:

  • საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრის პროცესის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები;
  • კენჭისყრის პროცესში პროცედურული რისკების იდენტიფიცირება და რეაგირება;
  • ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა;
  • კენჭისყრის შედეგების შეჯამება საუბნო საარჩევნო კომისიაში და კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის შევსების ინსტრუქცია;
  • საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვის წესი;
  • საარჩევნო უბანში ფოტო-ვიდეოგადაღების რეგულაციები და არჩევნების უსაფრთხოების საკითხები;
  • კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები;
  • კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის წარმოება.

საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა პროცედურული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგი ჩატარდება კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით.

ტრენინგების ჩატარებას სწავლების ცენტრის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ. I ეტაპის ტრენინგების გრაფიკები იხილეთ ბმულზე. გრაფიკში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
1920
21
22232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia