საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ

25.06.2019
ბეჭდვა

სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში - სწავლების ცენტრი) 2019 წლის 25 ივნისიდან აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 17 ივნისის №128/2019 განკარგულებით განსაზღვრულ  საგრანტო კონკურსის დაფინანსების შემდეგ მიმართულებაზე - ამომრჩეველთა განათლება საარჩევნო და სამოქალაქო კულტურის განვითარებისათვის.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) და სწავლების ცენტრის მიერ მოქალაქეთა საარჩევნო ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელება, ასევე, „ინფორმირებული ამომრჩევლის“ მიმართულებით სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები, თუ ბოლო წლების სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებში ასახული რეკომენდაციები (მაგ., დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ეუთო) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიში, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, 2018 წლის 28 ოქტომბერი) ადასტურებს საარჩევნო საკითხებზე, მათ შორის, საარჩევნო უფლებების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობის ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო-სასწავლო პროგრამების უწყვეტად განხორციელების მნიშვნელობასა და აუცილებლობას.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კონკურსის გამოცხადება მიზნად ისახავს ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წახალისებას ისეთი პროექტების უზრუნველსაყოფად, რომელიც საზოგადოებაში საარჩევნო და სამოქალაქო კულტურის განვითარებას უკავშირდება.

საკონკურსო თემატიკა: ამომრჩეველთა განათლება საარჩევნო და სამოქალაქო კულტურის განვითარებისათვის

ა) პროგრამული ნაწილი:

საკონკურსო თემატიკაზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი უნდა ეხმიანებოდეს ზემოაღნიშნულ მიზანს და ითვალისწინებდეს საინფორმაციო/სასწავლო პროგრამის განხორციელებას, რომელიც მიზანშეწონილია მოიცავდეს მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდებას შემდეგ საკითხებზე: საქართველოს არჩევნების ისტორია და თანამედროვეობა (სახელმწიფო მოწყობა და არჩევითი ორგანოების ფორმირების წესი), აქტიური მოქალაქეობა და არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში მონაწილეობის მნიშვნელობა, საარჩევნო უფლებები და რეალიზება, გენდერული თანასწორობა არჩევნებში, ინკლუზიური არჩევნები (მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა საარჩევნო პროცესში), არჩევნების უსაფრთხოება, ჩართული მხარეების როლი დემოკრატიული არჩევნების უზრუნველსაყოფად,  არჩევნების პოპულარიზაციისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის უზრუნველსაყოფად სხვა საკითხები.

შენიშვნა:

  • საგრანტო პროექტით ინიცირებული სასწავლო პროგრამის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩასატარებელი ტრენინგების ხანგრძლივობა პროექტის სამიზნე თითოეული ჯგუფისთვის უნდა განისაზღვროს არანაკლებ 15 საათისა (იგულისხმება სატრენინგო საათები, რომელშიც არ შედის შესვენების დრო). ამ პირობის შეუსრულებლობა საკონკურსო დოკუმენტაციის კონკურსიდან მოხსნის საფუძველია.
  • საგრანტო პროექტის ბიუჯეტირებისას, ბენეფიციარებისთვის განსახორციელებელი  სასწავლო პროგრამისთვის ტრენერის მომსახურების ღირებულებად შესაძლებელია განისაზღვროს არაუმეტეს 50 ლარისა (დარიცხული) საათში.
  • შეფასების მიზნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროგრამაში გაწერილი იყოს შესაბამისი მოდულის მიზანი, შინაარსი, სწავლების შედეგი, მეთოდოლოგია, ხანგრძლივობა და სწავლების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ ინფორმაცია (იხ. ნიმუში). მნიშვნელოვანია, შემუშავებულ სასწავლო პროგრამაში/სილაბუსში მითითებული იყოს გამოყენებული წყარო, ლიტერატურა და ავტორი.

ბ) კონტრიბუციის ნაწილი:

საგრანტო კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენილ არასამთავრობო ორგანიზაციასთან კოორდინაციის პირობებში, პროექტის განხორციელების პროცესში უზრუნველყოფილი იქნება კონტრიბუცია საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან, რაც შემდეგ ასპექტებს მოიცავს:

  • საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ საგრანტო პროექტების ფარგლებში ორგანიზებულ საინფორმაციო შეხვედრებში და უზრუნველყოფენ პროექტების ბენეფიციარი მოქალაქეებისთვის, კომპეტენციის შესაბამისად, საარჩევნო საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას, მათ შორის, ისეთ საკითხებზე როგორიცაა: დემოკრატიული საარჩევნო პროცესის სახელმძღვანელო პრინციპები (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი), ამომრჩევლის ჩართულობა საარჩევნო პროცესის სხვადასხვა ეტაპზე და საარჩევნო უფლებების რეალიზების მექანიზმები (მათ შორის, ამომრჩეველთა სიაში თავის გადამოწმება, გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობის წესი, საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა), საარჩევნო ადმინისტრაციის და სხვა ჩართული მხარეების ფუნქციები და როლი ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად, საარჩევნო ადმინისტრაციასა და მოქალაქეებს შორის ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო არხები.
  • პროექტის ფარგლებში საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კონტრიბუციის სახით ჩასატარებელი საინფორმაციო შეხვედრების ხანგრძლივობა შეადგენს 5 საათს (გაითვალისწინეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელი სასწავლო პროგრამა არ უნდა მოიცავდეს იმავე საკითხებს, რაც შემოთავაზებულია კონტრიბიციის სახით. ამასთან, საყურადღებოა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ სავალდებულოდ განსახორციელებელი სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობაში, რომელიც შეადგენს არანაკლებ 15 საათს, არ შედის აღნიშნული 5 საათი).
  • არასამთავრობო ორგანიზაციამ პროექტში უნდა გაითვალისწინოს საოლქო საარჩევნო კომისიების კონტრიბუციის პირობა და უზრუნველყოს ბენეფიციარი პირების დასწრება საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრებზე. საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლების მიერ საინფორმაციო შეხვედრების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული შრომა არ ანაზღაურდება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.
  • კონტრიბუციის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებში არსებული დარბაზების უსასყიდლოდ ხელმისაწვდომობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საგრანტო პროექტების ფარგლებში განსახორციელებელი ტრენინგების ჩასატარებლად. შესაბამისად, საგრანტო პროექტების ბიუჯეტები არ უნდა ითვალისწინებდეს სატრენინგო დარბაზების დაქირავების ხარჯს. სატრენინგო მიზნებისთვის კონტრიბუციის ფარგლებში გამოყოფილი შენობების დისლოკაცია იხილეთ დანართში. არასამთავრობო ორგანიზაციებმა საგრანტო პროექტებში უნდა მიუთითონ კონკრეტული დისლოკაცია, სადაც განახორციელებენ საგრანტო პროექტით გათვალისწინებულ სასწავლო პროგრამებს.
  • არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელ ტრენინგებზე, ასევე კონტრიბუციის ფარგლებში საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ჩასატარებელ საინფორმაციო შეხვედრებზე ბენეფიციართა მონაწილეობის ხარჯს (ტრანსპორტირების და კვების ხარჯი) უზრუნველყოფს არასამთავრობო ორგანიზაცია. შესაბამისად, აღნიშნული ხარჯი გათვალისწინებული უნდა იყოს საგრანტო პროექტების ბიუჯეტებში.

შენიშვნა:

არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საოლქო საარჩევნო კომისიებს შორის ურთიერთობის კოორდინაციას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრი.

გ) საგრანტო პროექტის ბენეფიციარები:

ბენეფიციარები, რომელზეც გავრცელდება საგრანტო პროექტი, შეიძლება მოიცავდეს ამომრჩეველთა ჯგუფს ზოგადად, ან  ქვემოთ დასახელებულ მინიმუმ ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფს:

  • ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები (ეთნიკური უმცირესობების სხვადასხვა ჯგუფებს შორის მიზანშეწონილია ასევე საგრანტო პროექტის ბენეფიციარად განისაზღვროს განისაზღვროს ბოშები, ქისტები);
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლები;
  • ახალგაზრდა ამომრჩევლები;
  • ქალები;
  • იძულებით გადაადგილებული პირები.

შენიშვნა:

  • საგრანტო პროექტი სამიზნე ჯგუფად უნდა ითვალისწინებდეს არანაკლებ 60 ბენეფიციარს (აღნიშნული მონაცემი მკაფიოდ უნდა იყოს ასახული საპროექტო განაცხადში). პროექტის განხორციელებისას ყურადღება უნდა მიექცეს, რომ საინფორმაციო-სასწავლო მიზნებისთვის მოხდეს ბენეფიციართა დაყოფა ჯგუფებად, არანაკლებ 15 და არაუმეტეს 24 მონაწილის შემადგენლობით. აუცილებელია დასწრების ფურცლების წარმოება ყველა შეხვედრაზე.
  • პროექტის ბიუჯეტირებისას საინფორმაციო-სასწავლო პროცესში ბენეფიციართა ღამისთევის, კვების და ინდივიდუალური ტრანსპორტირების ხარჯის გათვალისწინების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია საგრანტო პროექტების ბიუჯეტებში აისახოს ერთ მონაწილეზე გასაწევი ხარჯის ღირებულება (ხარჯის სახეობების მიხედვით, ცალ-ცალკე). საგრანტო პროექტის რისკების მართვის პროცესში ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ გარემოებას: პროექტის განხორციელების პროცესში საპროექტო განაცხადში მითითებულ რაოდენობაზე ნაკლები ბენეფიციარის ჩართვის შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაციამ გრანტის გამცემს უნდა დაუბრუნოს ღამისთევის, კვებისა და ინდივიდუალური ტრანსპორტირების ხარჯი, ნაკლულ მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად. აღნიშნული პირობის დაცვის მიზნით, პროექტის განხორციელების პროცესში ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად მიმწოდებლებთან ანგარიშსწორებაზე შეთანხმება წარმოადგენს გრანტის მიმღების პასუხისმგებლობას.

დ) სხვა ფინანსური საკითხები საგრანტო პროექტთან დაკავშირებით:

რეკომენდებულია, რომ შრომის ანაზღაურების ხარჯი არ აღემატებოდეს საგრანტო პროექტის ბიუჯეტის 35%-ს, ხოლო პროექტის ხელმძღვანელის შრომის ანაზღაურება არ აღემატებოდეს შრომის ანაზღაურების ფონდის 35 %-ს.

პროექტის ბიუჯეტირებისას მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნას "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის რეგულაციები.

ე) საგრანტო პროექტის განხორციელების არეალი და დაფინანსების ფარგლები

საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები განისაზღვრება არეალების მიხედვით შემდეგი ოდენობით:  

 

საქართველოს რეგიონები საგრანტო პროექტის განხორციელების არეალი ოლქების მიხედვით საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები
თბილისი N1 მთაწმინდა არაუმეტეს 30 000 ლარისა
N3 საბურთალო არაუმეტეს 30 000 ლარისა
N7 ჩუღურეთი არაუმეტეს 30 000 ლარისა
N10 გლდანი არაუმეტეს 30 000 ლარისა
კახეთის მხარე N11 საგარეჯო არაუმეტეს 30 000 ლარისა
N12 გურჯაანი არაუმეტეს 30 000 ლარისა
N13 სიღნაღი არაუმეტეს 30 000 ლარისა
N14 დედოფლისწყარო
N15 ლაგოდეხი არაუმეტეს 30 000 ლარისა
N16 ყვარელი
N17 თელავი არაუმეტეს 30 000 ლარისა
N18 ახმეტა
მცხეთა-მთიანეთის მხარე N19 თიანეთი არაუმეტეს 30 000 ლარისა
N28 დუშეთი
N27 მცხეთა არაუმეტეს 30 000 ლარისა
ქვემო ქართლის მხარე N22 მარნეული არაუმეტეს 30 000 ლარისა
N23 ბოლნისი არაუმეტეს 30 000 ლარისა
N24 დმანისი არაუმეტეს 30 000 ლარისა
N25 წალკა არაუმეტეს 30 000 ლარისა
N26 თეთრიწყარო
შიდა ქართლის მხარე N32 გორი არაუმეტეს 30 000 ლარისა
N33 ქარელი არაუმეტეს 30 000 ლარისა
N35 ხაშური არაუმეტეს 30 000 ლარისა
სამცხე-ჯავახეთის მხარე N36 ბორჯომი არაუმეტეს 30 000 ლარისა
N37 ახალციხე
N38 ადიგენი არაუმეტეს 30 000 ლარისა
N39 ასპინძა
N40 ახალქალაქი არაუმეტეს 30 000 ლარისა
N41 ნინოწმინდა
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის მხარე N43 ონი არაუმეტეს 30 000 ლარისა
N44 ამბროლაური
N45 ცაგერი არაუმეტეს 30 000 ლარისა
N46 ლენტეხი
იმერეთის მხარე N48 ხარაგაული არაუმეტეს 30 000 ლარისა
N49 თერჯოლა
N50 საჩხერე არაუმეტეს 30 000 ლარისა
N51 ზესტაფონი არაუმეტეს 30 000 ლარისა
N52 ბაღდათი არაუმეტეს 30 000 ლარისა
N53 ვანი
N55 ხონი არაუმეტეს 30 000 ლარისა
N57 ტყიბული
N58 წყალტუბო არაუმეტეს 30 000 ლარისა
N59 ქუთაისი არაუმეტეს 30 000 ლარისა
გურიის მხარე N60 ოზურგეთი არაუმეტეს 30 000 ლარისა
N61 ლანჩხუთი არაუმეტეს 30 000 ლარისა
N62 ჩოხატაური
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე N63 აბაშა არაუმეტეს 30 000 ლარისა
N64 სენაკი
N65 მარტვილი არაუმეტეს 30 000 ლარისა
N66 ხობი
N67 ზუგდიდი არაუმეტეს 30 000 ლარისა
N68 წალენჯიხა არაუმეტეს 30 000 ლარისა
N69 ჩხოროწყუ
N70 ფოთი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა N79 ბათუმი არაუმეტეს 30 000 ლარისა
N80 ქედა არაუმეტეს 30 000 ლარისა
N82 შუახევი არაუმეტეს 30 000 ლარისა
N81 ქობულეთი არაუმეტეს 30 000 ლარისა

 

 

შენიშვნა: არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარადგინოს მხოლოდ ერთი საგრანტო პროექტი, ოლქების მიხედვით დაყოფილ ერთ რომელიმე არეალში. კონკურსის მიზნებისთვის თითოეულ არეალში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული პროექტი.

საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა: 2019 წლის 25 სექტემბერი - 25 ნოემბერი (2 თვე).

დაფინანსების ჯამური თანხა: 1 217 000 ლარი.

ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კონკურსის გამოცხადებამდე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (შემდგომში - არასამთავრობო ორგანიზაცია).

კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ხელმძღვანელი პირები ან/და კონკურსში წარსადგენად შემუშავებული პროექტის განმახორციელებელი პირები არიან: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი; ცესკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; სწავლების ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; საგრანტო საკონკურსო კომისიის,  კომისიის სამდივნოსა და მონიტორინგის ჯგუფის წევრი. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებში იგულისხმება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები.

საგრანტო კონკურსში წარსადგენი საკონკურსო დოკუმენტაცია:

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია მითითებული წესის დაცვით:

ა) საგრანტო განაცხადი დანართიN1-ის ფორმის დაცვით (ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD));    

ბ) საგრანტო კონკურსის გამოცხადების (2019 წლის 25 ივნისი) შემდეგ მომზადებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის მონაცემებით დასტურდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას არ გააჩნია შემდეგი ვალდებულებები: ყადაღა /აკრძალვა,  საგადასახადო გირავნობა, მოვალეთა რეესტრი (ნაბეჭდი ფორმით).

განმხილველი ორგანო:

არასამთავრობო ორგანიზაციის საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასებას, არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების/დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს „გრანტის გაცემის წესის“ შესაბამისად შექმნილი საგრანტო საკონკურსო კომისია, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის  სხდომაზე დაუსწრებლად.

საგრანტო საკონკურსო კომისიის წევრების მიერ საგრანტო პროექტების შეფასება ხორციელდება საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასების ფურცელში განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად (დანართი N2).

საგრანტო კონკურსის შედეგების საჯაროობა:

საგრანტო კონკურსის მონაწილეებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ მათ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით. ინფორმაცია საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ასევე განთავსდება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებ–გვერდებზე:

www.cesko.ge; www.electionreforms.ge

საგრანტო კონკურსის გრაფიკი:

  • კონკურსის გამოცხადება: 25 ივნისი, 2019 წელი;
  • საკონკურსო დოკუმენტების წარდგენის ვადა: 2019 წლის 26 ივნისიდან - 9 ივლისის ჩათვლით  (შაბათ-კვირის გარდა), 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი, (ცესკოს შენობა) მეხუთე სართული;
  • საინფორმაციო შეხვედრები საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესთან დაკავშირებით: 2019 წლის 28 ივნისი, 15:00 საათი, მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი (ცესკოს შენობა). 

„გრანტის გაცემის წესი“ იხილეთ ბმულზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 261 21 11 (17)

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
89101112
13
14
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia