საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სწავლების ცენტრისა და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა ამომრჩევლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები ჩაატარეს

15.06.2019
ბეჭდვა

სწავლების ცენტრის მიერ 2019 წლის 18 თებერვალს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის  ფარგლებში დაფინანსებული პროექტების განხორციელება დასრულდა. კონკურსის პირობების შესაბამისად განსაზღვრულ მიმართულებებზე სულ დაფინანსდა 47 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათგან პირველ მიმართულებაზე დაფინანსებული 23 არასამთავრობო ორგანიზაციის საგრანტო პროექტები ითვალისწინებდა 2019 წლის 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის საარჩევნო საინფორმაციო კამპანიის უზრუნველყოფის ინიციატივას, ხოლო მეორე მიმართულებაზე დაფინანსებული 24 არასამთავრობო ორგანიზაციის საგრანტო პროექტები მიზნად ისახავდა ახალგაზრდა ამომრჩევლების საარჩევნო ცნობიერებისა და სამოქალაქო კულტურის ამაღლების ხელშეწყობას.

საგრანტო კონკურსის პირობების შესაბამისად, წელს პირველად მოხდა გამარჯვებულად გამოვლენილ საგრანტო პროექტებში კონტრიბუციის განხორციელება საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან, რაც ითვალისწინებდა საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლების მიერ საგრანტო პროექტების ფარგლებში ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილე ბენეფიციარი მოქალაქეებისთვის, კომპეტენციის შესაბამისად, საარჩევნო საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას.

კონტრიბუციის უზრუნველყოფის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საოლქო საარჩევნო კომისიებთან სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებული კომუნიკაციის შედეგად შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომლის შესაბამისად საგრანტო პროექტების ბენეფიციარებთან მიმდინარე წლის 2 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა 47 საინფორმაციო შეხვედრა, მათ შორის:

  • 23 შეხვედრა პირველი მიმართულების ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს N1 მთაწმინდის, N18 ახმეტის, N22 მარნეულის, N51 ზესტაფონის, N56 ჭიათურის, N58 წყალტუბოს, N60 ოზურგეთის, N67 ზუგდიდის და N84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა;
  • 24 შეხვედრა მეორე მიმართულების ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს N6 სამგორის, N7 ჩუღურეთის, N9 ნაძალადევის, N12 გურჯაანის, N14 დედოფლისწყაროს, N21 გარდაბნის,  N26 თეთრიწყაროს, N27 მცხეთის,  N28 დუშეთის, N32 გორის, N35 ხაშურის,  N40 ახალქალაქის, N41 ნინოწმინდის, N43 ონის,  N45 ცაგერის,  N47 მესტიის, N50 საჩხერის,  N57 ტყიბულის,  N59 ქუთაისის, N60 ოზურგეთის, N62 ჩოხატაურის,  N70 ფოთის, N79 ბათუმის და N81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა.

საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრების მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია შემდეგ ძირითად საკითხებზე: საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობა და უფლებამოსილებები, ინკლუზიური საარჩევნო გარემო, ტექნოლოგიური ინოვაციები საარჩევნო პროცესში, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული სერვისები, მათ შორის, მიმდინარე წელს დაგეგმილი საარჩევნო/საგანმანათლებლო პროგრამები. აღნიშნული აქტივობა წარმოადგენს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ 2019 წელს განსახორციელებელი საინფორმაციო კამპანიის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ შემადგენელ ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციასა და ამომრჩევლებს შორის კომუნიკაციის გაძლიერებას, საარჩევნო ცნობიერების ზრდას, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციასა და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას.

საგრანტო კონკურსის პირობების შესაბამისად, უშუალოდ სწავლების ცენტრის კონტრიბუციის ფარგლებში გაიმართა ოთხი საინფორმაციო შეხვედრა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინაციის პირობებში, რომლებიც პროექტებს ახორციელებდნენ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი). სწავლების ცენტრის თანამშრომლებმა ღონისძიებაში მონაწილე ახალგაზრდებთან დისკუსიის ფორმატში განიხილეს მოქალაქეთა საარჩევნო უფლებები და განხორციელების მექანიზმები, ასევე იმსჯელეს არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობის საკითხებზე. მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, შეხვედრის მონაწილეთა უშუალო ჩართულობით მოეწყო კენჭისყრის იმიტირებული პროცესი, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა მოირგეს როგორც ამომრჩევლის, ისე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა როლები.   

ფოტო გალერეა

  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
თებერვალი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  123
4
5
6789101112
13141516171819
20212223242526
2728     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia