საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით

23.09.2019
ბეჭდვა

2019 წლის 25 ივნისს სწავლების ცენტრის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსდა 39 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, შემდეგ მიმართულებაზე: ამომრჩეველთა განათლება საარჩევნო და სამოქალაქო კულტურის განვითარებისათვის.

კონკურსის გამოცხადება მიზნად ისახავს ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წახალისებას ისეთი პროექტების უზრუნველსაყოფად, რომელიც საზოგადოებაში საარჩევნო და სამოქალაქო კულტურის განვითარებას უკავშირდება და ითვალისწინებს დაფინანსებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საინფორმაციო/სასწავლო პროგრამის განხორციელებას და მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ისეთ საკითხებზე როგორებიცაა: საქართველოს არჩევნების ისტორია და თანამედროვეობა (სახელმწიფო მოწყობა და არჩევითი ორგანოების ფორმირების წესი), აქტიური მოქალაქეობა და არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში მონაწილეობის მნიშვნელობა, საარჩევნო უფლებები და რეალიზება, გენდერული თანასწორობა არჩევნებში, ინკლუზიური არჩევნები (მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა საარჩევნო პროცესში), არჩევნების უსაფრთხოება, ჩართული მხარეების როლი დემოკრატიული არჩევნების უზრუნველსაყოფად,  არჩევნების პოპულარიზაციისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის უზრუნველსაყოფად სხვა საკითხები.

საგრანტო კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენილ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინაციის პირობებში, ასევე უზრუნველყოფილი იქნება კონტრიბუცია საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან, რომლის ფარგლებში საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები ჩაუტარებენ ტრენინგებს საგრანტო კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენილი არასამთავრობო ორგანიზაციების საგრანტო პროექტების ბენეფიციარ მოქალაქეებს. აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს მოქალაქეთა საარჩევნო ცნობიერების ამაღლებას და მათთვის ინფორმაციის მიწოდებას შემდეგ საკითხებზე: დემოკრატიული საარჩევნო პროცესის სახელმძღვანელო პრინციპები (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი); ამომრჩევლის ჩართულობა საარჩევნო პროცესის სხვადასხვა ეტაპზე და საარჩევნო უფლებების რეალიზების მექანიზმები (მათ შორის, ამომრჩეველთა სიაში თავის გადამოწმება, გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობის წესი, საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა); საარჩევნო ადმინისტრაციის და სხვა ჩართული მხარეების ფუნქციები და როლი ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად; საარჩევნო ადმინისტრაციასა და მოქალაქეებს შორის ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო არხები; პროგრამის ფარგლებში ასევე ყურადღება გამახვილდება საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე და მოქალაქეებს მიეწოდებათ ინფორმაცია პროპორციული საარჩევნო სისტემის რაობასა და ძირითადი მახასიათებლების შესახებ.

დაფინანსებული საგრანტო პროექტები 2019 წლის 25 სექტემბრიდან - 25 ნოემბრის პერიოდში განხორციელდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
89101112
13
14
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia