საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა შესრულებული პროექტების შემაჯამებელი პრეზენტაციები წარადგინეს

07.07.2019
ბეჭდვა

2019 წლის 18 თებერვალს სწავლების ცენტრის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებულმა 47 ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პროექტების შემაჯამებელი პრეზენტაციები წარადგინა.

ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით დაფინანსებული 23 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საგრანტო პროექტები მიზნად ისახავდა 2019 წლის 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის საარჩევნო საინფორმაციო კამპანიის უზრუნველყოფის ინიციატივას, რომელიც ორიენტირებული იყო ამომრჩევლებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობის საკითხებზე და საარჩევნო უფლებების რეალიზების საკანონმდებლო მექანიზმებზე.

თემატიკის მიზნიდან გამომდინარე საგრანტო პროექტები განხორციელდა იმ 7 არეალის შესაბამისად, სადაც გაიმართა საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური და მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები, კერძოდ მთაწმინდის, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდის, ხულოს, საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის საარჩევნო ოლქები.

ახალგაზრდა ამომრჩევლების საარჩევნო ცნობიერების და სამოქალაქო კულტურის ამაღლების ხელშეწყობის მიმართულებით დაფინანსებული 24 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საგრანტო პროექტები კი ითვალისწინებდა ახალგაზრდა ამომრჩევლების სამოქალაქო განათლების უზრუნველყოფის ინიციატივას, რომელიც ორიენტირებული იყო ახალგაზრდა ამომრჩევლებისათვის ინფორმაციის მიწოდებაზე დემოკრატიული არჩევნებისა და არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში ამომრჩევლის მონაწილეობის მნიშვნელობის საკითხებზე, საქართველოში სახელმწიფო მოწყობისა და არჩევითი ორგანოების ფორმირების წესზე, ელექტორატსა და მის მიერ არჩეულ ინსტიტუციებს შორის ანგარიშვალდებულების პრინციპის შესახებ, არჩევნების პოპულარიზაციასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის უზრუნველსაყოფად სხვა საკითხებთან დაკავშირებით. დაფინანსებული საგრანტო პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა (თბილისი, კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო და ზემო სვანეთი, გურია და აჭარა).

2019 წლის 18 თებერვლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შემაჯამებელი პრეზენტაციები:

საკონკურსო თემატიკა - ამომრჩეველთა ინფორმირება 2019 წლის მაისში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური და მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის

 

  • ა(ა)იპ საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი
  • ა(ა)იპ თავისუფალი არჩევანი
  • ა(ა)იპ ლაჰილი
  • ა(ა)იპ ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის
  • ა(ა)იპ ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია
  • ა(ა)იპ ადამიანის უფლებების დაცვა და ანტიკორუფციული კავშირი
  • ა(ა)იპ ტოლერანტობის სამყარო
  • ა(ა)იპ კავშირი 21-ე საუკუნე
  • ა(ა)იპ უსაფრთხო განვითარების ხიდი
  • ა(ა)იპ მწვანე დედამიწა
  • ა(ა)იპ ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისათვის
  • ა(ა)იპ სახელმწიფო და მოქალაქე
  • ა(ა)იპ რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრი
  • ა(ა)იპ ანალიტიკური საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტი
  • ა(ა)იპ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია „დეა“
  • ა(ა)იპ სამოქალაქო სოლიდარობის ცენტრი ისანი
  • ა(ა)იპ რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“
  • ა(ა)იპ საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველო
  • ა(ა)იპ ახალი სიტყვა
  • ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდი მომავლის მზე
  • ა(ა)იპ ახალგაზრდული ცენტრი საქართველო
  • ა(ა)იპ პლატფორმა-სამოქალაქო ინიციატივა
  • ა(ა)იპ შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნების ასოციაცია

საკონკურსო თემატიკა - ახალგაზრდა ამომრჩევლების საარჩევნო ცნობიერების და სამოქალაქო კულტურის ამაღლების ხელშეწყობა

  • ა(ა)იპ სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ცენტრი
  • ა(ა)იპ საზოგადოებრივი დამცველი
  • ა(ა)იპ ძლიერი საქართველოსთვის
  • ა(ა)იპ ჟურნალისტთა ასოციაცია - საზოგადოებრივი განვითარების კავშირი „მეცენატი“
  • ა(ა)იპ ახალგაზრდული ცენტრი - ჩვენი თაობა 1921
  • ა(ა)იპ ნოვაციო
  • ა(ა)იპ ახალი თაობა - დემოკრატიული საქართველოსათვის
  • ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა ასოციაცია მეოთხე
  • ა(ა)იპ ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებისათვის
  • ა(ა)იპ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი
  • ა(ა)იპ საქართველოს კონსტიტუციურ-დემოკრატთა ასოციაცია
  • ა(ა)იპ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია-კავშირი „პაროს“
  • ა(ა)იპ სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი
  • ა(ა)იპ სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი
  • ა(ა)იპ დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი
  • ა(ა)იპ თავისუფალი განვითარებისა და სამართლის ცენტრი
  • ა(ა)იპ საქართველოს რეგიონების განვითარების ხელშემწყობთა კავშირი
  • ა(ა)იპ ტაძრელი
  • ა(ა)იპ სამოქალაქო ალიანსი განვითარებისთვის
  • ა(ა)იპ საქართველო მშვიდობისათვის
  • ა(ა)იპ განათლებისა და თანასწორობის ცენტრი
  • ა(ა)იპ post_ალიონი
  • ა(ა)იპ მოძრაობა განვითარებული მომავლისათვის
  • ა(ა)იპ ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნები
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
თებერვალი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  123
4
5
6789101112
13141516171819
20212223242526
2728     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia