საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

საგრანტო კონკურსები

პარტიების განვითარებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების პროექტების დაფინანსება

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა III ეტაპის ტრენინგები 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის

12.10.2020
ბეჭდვა

2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგი/საკრებულოების შუალედური/მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 13 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდება III ეტაპის ტრენინგები.

აღნიშნული ეტაპზე გათვალისწინებულია საუბნო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობის სწავლება პროფილური პროგრამით, რომლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ ძირითად საკითხებს:

  • საარჩევნო უბნის გახსნა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის ფუნქციების წილისყრით განაწილება;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ საქმიანობის განხორცილება კენჭისყრის პროცესში ამომრჩევლის საარჩევნო უფლების რეალიზების უზრუნველსაყოფად;
  • ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა კენჭისყრის პროცესში;
  • კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ საქმიანობის განხორცილება საარჩევნო უბნის დახურვისა და ხმის დათვლის პროცესში;
  • კენჭისყრის შედეგების შეჯამება საუბნო საარჩევნო კომისიაში;
  • ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში სანიტარულ - ჰიგიენური მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებები.

საარჩევნო კომისიების წევრთა პროცედურული ცოდნის ამაღლების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სატრენინგო პროგრამის ჩატარება გათვალისწინებულია სწავლების პრაქტიკული მეთოდოლოგიის გამოყენებით.

III ეტაპის ტრენინგების გრაფიკები იხილეთ ბმულზე. გრაფიკში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა II ეტაპის ტრენინგები 2020 წლის 7 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების სწავლებას დაეთმო.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
თებერვალი 2021
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
222324252627
28
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2021 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia