საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

საგრანტო კონკურსები

პარტიების განვითარებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების პროექტების დაფინანსება

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საჯარო სკოლებში საინფორმაციო-სასწავლო კურსის „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ განხორციელება დაიწყო

15.03.2021
ბეჭდვა

ცესკო და სწავლების ცენტრი, 2021 წლის 15 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით პერიოდში, საჯარო სკოლებში განახორციელებს საინფორმაციო-სასწავლო კურსს „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“. აღნიშნული პროგრამა XI-XII კლასის მოსწავლეების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. 

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, საჯარო სკოლების მოსწავლეები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს შეისწავლიან, როგორიცაა:

  • არჩევნების ისტორიული ექსკურსი და თანამედროვეობა;
  • დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრინციპები და საერთაშორისო სტანდარტები;
  • გენდერული თანასწორობა საარჩევნო პროცესში;
  • საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის როლი არჩევნების ორგანიზებისა და მართვის პროცესში (მათ შორის, ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული თანამედროვე საარჩევნო სერვისები);
  • ამომრჩევლის როლის მნიშვნელობა დემოკრატიულ არჩევნებში;
  • არჩევნებში ჩართული მხარეების უფლებრივი მდგომარეობა საარჩევნო პროცესში და მათი საქმიანობის განხორციელების სახელმძღვანელო პრინციპები არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების უზრუნველსაყოფად;
  • პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებული რეგულაციები;
  • ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემა და დათვლა (საერთაშორისო პრაქტიკისა და საქართველოს გამოცდილების გაზიარება).

პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე ქვეყანაში მოქმედი სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკის შესაბამისად, მიმდინარე წელს ზემოაღნიშნული საინფორმაციო-სასწავლო პროექტი ხორციელდება ორი ფორმით:

  • 204 საჯარო სკოლაში კურსი წარიმართება ადგილზე, პირისპირ ტრენინგის ფორმით იმ მოსწავლეებისთვის, ვინც სწავლების პროცესს აგრძელებს საკლასო ოთახებში - კურსის ჩატარებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული საარჩევნო ადმინისტრაციის 102 ტრენერი;
  • 40 საჯარო სკოლაში კურსი წარიმართება ონლაინ ფორმატში იმ მოსწავლეებისთვის, ვინც სწავლების პროცესს აგრძელებს დისტანციურად - კურსს განახორციელებენ სწავლების ცენტრის თანამშრომლები.

საჯარო სკოლებში მიმდინარე პროგრამა პრაქტიკული სწავლების ფორმატში ასევე ითვალისწინებს დებატების მოწყობას, ახალგაზრდებისთვის დებატების კულტურის განვითარების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად და ხმის მიცემის იმიტირებული პროცესის ჩატარებას მოსწავლეების მონაწილეობით.

პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით 2015 წლიდან ხორციელდება. დღემდე მასში მონაწილეობა 494 საჯარო სკოლის 8500-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო. 2021 წელს პროგრამის იმპლემენტაცია გათვალისწინიებულია საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში განლაგებულ 244 საჯარო სკოლაში.  

საჯარო სკოლებში კურსის განხორციელების გრაფიკი იხილეთ ბმულზე. გრაფიკში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
აპრილი 2021
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
1213
14
15161718
19202122232425
2627282930  
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2021 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia