საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენინგი სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით შექმნილი სპეციალური ჯგუფების წევრებისთვის

26.09.2021
ბეჭდვა

ცესკოს სწავლების ცენტრი, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით შექმნილი სპეციალური ჯგუფების წევრებისთვის  ახორციელებს საინფორმაციო - სასწავლო კურსს.

ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, გადამზადებას გაივლის სპეციალური ჯგუფების სრული შემადგენლობა. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად საკითხებზე:

  • სპეციალური ჯგუფის პირევლი სხდომა და გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის 2-2 წევრის წილისყრით გამოვლენის პროცედურა;
  • კენჭისყრის დღისთვის ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციული ღონისძიებები;
  • უბნის გახსნა - სპეცჯგუფის განთავსების შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები და მათი უფლებრივი მდგომარეობა;
  • გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა;
  • საარჩევნო ყუთების გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები;
  • გადასატანი საარჩევნო ყუთის გახსნა;
  • საარჩევნო ბიულეტენების დახარისხება/დათვლა/დალუქვა;
  • შემაჯამებელი ოქმის შედგენა;
  • კენჭისყრის დღის განცხადებების/საჩივრების წარდგენა/რეაგირება.

ტრენინგი პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით წარიმართება, გათვალისწინებულია სხვადასხვა თემატური სავარჯიშოს შესრულება.

ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 73 ტრენერი (საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები, რომლებიც ტრენერების სტატუსით ერთვებიან პროექტში). სწავლება პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით წარიმართება. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივლისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
7
8
910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia