საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენინგი ცესკოს კონტაქტ-ჰაბის ოპერატორებისთვის (II ეტაპი)

28.09.2021
ბეჭდვა

ცესკოს სწავლების ცენტრმა, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ცესკოს კონტაქტ-ჰაბის ოპერატორების გადამზადების კურსის განხორციელება დაასრულა.

2021 წლის 28 სექტემბერს ჩატარდა ტრენინგის II ეტაპი, რომლის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად გაეცნენ კენჭისყრის დღისთვის ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის პრევენციის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებებს და კენჭისყრის დღის პროცედურებს, მათ შორის:  

  • საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები;
  • კენჭისყრის პროცესი;
  • ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა და ფოტო-ვიდეოგადაღების რეგულაციები;
  • საარჩევნო უბნის დახურვა, საარჩევნო ყუთების გასხნა და ხმის დათვლის პროცედურები;
  • კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა;
  • კენჭისყრის დღის განცხადებების/საჩივრების რეგისტრაცია.

ტრენინგის მონაწილეები ასევე გაეცნენ N4 კრწანისის საარჩევნო ოლქში ზოგიერთი პროცედურის ტექნოლოგიების გამოყენებით განსახორციელებელ ღონისძიებებს, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ამომრჩევლების და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის საკითხებს. 

ტრენინგი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.

სასწავლო კურსი მიზნად ისახავს ცესკოს კონტაქტ-ჰაბის ოპერატორების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას, მათ მიერ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე დაინტერესებული პირებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების სერვისის უზრუნველსაყოფად.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივლისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
141516
17
181920
21222324252627
28293031   
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia