საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრაციის 2022 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა

13.12.2021
ბეჭდვა

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 2022 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელებმა,  წევრებმა, სტრუქტურული ერთეულების და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა.  

შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ქეთი მაისურაძემ გახსნეს.

ცესკოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელმა პირებმა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორმა 2021 წელს შესრულებული საქმიანობის შესახებ შემაჯამებელი ანგარიშები წარადგინეს. სამუშაო შეხვედრის ძირითადი ნაწილი კი საარჩევნო ადმინისტრაციის 2022 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის დეტალურ განხილვას დაეთმო. აღნიშნული გეგმის პროექტი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრული საქმიანობების ერთობლიობას წარმოადგენს და ეფუძნება საარჩევნო ადმინისტრაციის 2020-2023 წლების სტრატეგიულ გეგმას, რომელიც თავის მხრივ შემდეგ პრიორიტეტებს მოიცავს: საარჩევნო კულტურა და განათლება; არჩევნების სანდოობა და უსაფრთხოება; საარჩევნო სერვისები და ტექნოლოგიები; ინკლუზიური საარჩევნო გარემო; მართვის ეფექტიანობა და ინსტიტუციური გაძლიერება.

სამუშაო შეხვედრა 8-10 დეკემბერს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES)თანამშრომლობით გაიმართა.

ფოტო გალერეა

  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
მაისი 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425
26
272829
3031     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2022 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia