საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენერთა ტრენინგი პროექტისთვის „საარჩევნო განვითარების სკოლა“

24.06.2022
ბეჭდვა

21-23 ივნისს პროექტისთვის „საარჩევნო განვითარების სკოლა“ ტრენერთა ტრენინგი (ToT) ჩატარდა. სასწავლო კურსი ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა, ცესკოს წევრმა, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა მაია ზარიძემ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროგრამის მენეჯერმა დავით ღონღაძემ გახსნეს. ონლაინ სწავლებაში ჩართული იყო 36 ტრენერი, რომლებიც შემდგომ „საარჩევნო განვითარების სკოლის“ სასწავლო კურსს ჩაატარებენ.

ტრენერები ცესკოსა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა გადაამზადეს. ისინი ახალგაზრდებს საარჩევნო განვითარების სკოლებში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს შეასწავლიან, როგორიცაა: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნები, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა,  ხმის მიცემის და დათვლის ელექტრონული საშუალებები, დეზინფორმაცია, ყალბი ცნობების გავრცელება საარჩევნო პერიოდში და სხვა. წელს პირველად მონაწილეები დამატებით გაივლიან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა გამოცდისთვის მოსამზადებელ სასწავლო პროგრამას, რომელიც ეფუძნება საარჩევნო კანონმდებლობას, საქართველოს კონსტიტუციას, საგამოცდო პროგრამით განსაზღვრული საკითხების შინაარსობრივ განხილვას და პრაქტიკულ დავალებებს.

საარჩევნო თემებთან დაკავშირებით ტრენინგის გავლა 18-25 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ. „საარჩევნო განვითარების სკოლის” სასწავლო კურსი თბილისსა და 7 მუნიციპალიტეტში (თელავში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში) 4 ივლისს დაიწყება და 8 ივლისს დასრულდება.

საგანმანათლებლო პროექტი „საარჩევნო განვითარების სკოლა“ ცესკოს სწავლების ცენტრთან ერთად, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობასა და არჩევნების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში. 2015 წლიდან სწავლება 3000-მდე ახალგაზრდამ გაიარა.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
თებერვალი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  123
4
5
6789101112
13141516171819
20212223242526
2728     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia