საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სალექციო კურსი „მოტივაცია, გუნდურობა და კორპორატიული კულტურა”

29.06.2022
ბეჭდვა

„მოტივაცია, გუნდურობა და კორპორატიული კულტურა” - ამ თემაზე საუბრობდნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 24 ივნისს გამართულ მასტერკლასზე, რომელსაც მოწვეული ექსპერტი ანდრო დგებუაძე უძღვებოდა.

შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და მონაწილეებთან მოტივაციის, გუნდურობისა და კორპორატიული კულტურის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა ადმინისტრაცია მუდმივად ცდილობს თანამშრომელთა პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობის ხელშეწყობას, სხვადასხვა აქტივობებისა და სალექციო კურსების ორგანიზებით.

„ჩვენ, საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად ვცდილობთ, ჩვენი საქმიანობის სტანდარტები ავამაღლოთ, მივიღოთ ახალი ინფორმაცია და პირველ რიგში ვიზრუნოთ ჩვენი გუნდისა და თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე. გუნდურობა, მოტივაცია და კორპორატიული კულტურა არის ის სამი ძირითადი რამ, რაც ყველა უწყებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.  რა თქმა უნდა, ჩვენი შეხვედრაც არის იმ ახალი ხედვის და ახალი პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ინტენსიური მუშაობის შედეგად შემუშავდა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და საქმიანობები, რაც გვაძლევს საშუალებას კონკრეტული მიზნისკენ წარმატებით მივისწრაფოდეთ“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

შეხვედრაზე, რომელსაც ცესკოს და სწავლების ცენტრის თანამშრომლები დაესწრნენ, კორპორატიული კულტურისა და ადამიანური რესურსების განვითარების თვალსაზრისით არსებულ თანამედროვე მიდგომებზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე ითქვა საარჩევნო ადმინისტრაციაში ადამიანური რესურსების განვითარების თვალსაზრისით სიახლეები მუდმივად ინერგება და ამ სიახლეებთან ადაპტაცია და მათი იმპლემენტაცია პრიორიტეტულია ორგანიზაციისთვის. სწორედ ამ მიდგომიდან გამომდინარე შედგა შეხვედრა ექსპერტ ანდრო დგებუაძესთან, რომელმაც მონაწილეებს მოტივაციას, გუნდურობასა და კორპორატიულ კულტურასთან მიმართებაში საკუთარი მიდგომები გაუზიარა.

მასტერკლასს ორგანიზება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტმა გაუწია და მისი მიზანი თანამშრომელთა პროფესიული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა იყო.  შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებები საარჩევნო ადმინისტრაციას შესაბამისი მიმართულებით საქმიანობის უფრო ეფექტურად და წარმატებით განხორციელებაში შეუწყობს ხელს.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
თებერვალი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12
3
45
6789101112
13141516171819
20212223242526
2728     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia