საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ცესკოს და სწავლების ცენტრის წარმომადგენლები მოლდოველ კოლეგებს სხვადასხვა მიმართულებით პრაქტიკას უზიარებენ

21.07.2022
ბეჭდვა

საქართველოში ვიზიტით მყოფი მოლდოვას საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს მათ ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი შეხვდა და ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე მიაწოდა, როგორიცაა ონლაინ სერვისების გამოყენება საარჩევნო დავების განხილვისას.

მოლდოვას საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ცესკოს გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობასაც გაეცნენ. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის საბჭოს პოლიტიკა და ის აქტივობები, რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება მოლდოველ კოლეგებს გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ, ცესკოს წევრმა მაია ზარიძემ წარუდგინა.

საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო ბერულავამ და სასწავლო პროგრამების სამსახურის უფროსმა მაია გუდაძემ მოლდოვას საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაციას დეტალურად გააცნეს სწავლების ცენტრის საქმიანობის სხვადასხვა პრაქტიკული ასპექტები, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდის ადმინისტრირების პროცესი,  საქართველოს უნივერსიტეტებსა და საჯარო სკოლებში საარჩევნო განათლების მიმართულებით დანერგილი სწავლების ცენტრის პროგრამები.

შეხვედრები, რომლის ფარგლებში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია გამოცდილებას მოლდოვას საარჩევნო ადმინისტრაციას უზიარებს ევროსაბჭოსთან (CoE) მჭიდრო თანამშრომლობით გაიმართა.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
სექტემბერი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia