საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების შემაჯამებელი ეტაპი სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის

25.09.2022
ბეჭდვა

2022 წლის 26 სექტემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების IV ეტაპი გაიმართება. აღნიშნული წარმოადგენს გადამზადების შემაჯამებელ ეტაპს, რომლის სამიზნე აუდიტორიად განსაზღვრულია  №64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სამი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი).

ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, განგრძობითი სწავლების ფორმატში მონაწილეები იმუშავებენ კენჭისყრის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების პრაქტიკულ გამოყენებაზე, რომლის მეშვეობითაც 1 ოქტომბერს, კენჭისყრის დღეს, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები მოემსახურებიან ამომრჩევლებს. ტრენინგზე განიხილება ასევე საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების მანდატს მიკუთვნებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც, მათ შორის, როგორიცაა: არჩევნების უსაფრთხოება; კენჭისყრის დღის განცხადებებზე/საჩივრებზე რეაგირება; კენჭისყრის დღისთვის საარჩევნო უბანზე გასათვალისწინებელი მედიარეგულაციები და მედიასთან ურთიერთობის სტანდარტები; კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკა.

სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შემაჯამებელი, IV ეტაპის ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფს გრაფიკის შესაბამისად, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
161718192021
22
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia