საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო პროცესებში ქალთა მონაწილეობის წახალისება

30.09.2022
ბეჭდვა

2022 წლის 28-29 სექტემბერს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისთან თანამშრომლობით, ჩაატარა ტრენინგი თემაზე - „საარჩევნო პროცესებში ქალთა მონაწილეობის წახალისება“.

ტრენინგზე პოლიტიკური პარტიების ქალმა წარმომადგენლებმა იმსჯელეს საერთაშორისო და ადგილობრივ ინსტრუმენტებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ საარჩევნო პროცესებში გენდერულ თანასწორობას. მონაწილეებმა ასევე შეიძინეს ქალთა პოლიტიკური გაძლიერებისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარები.

ღონისძიების გახსნისას მონაწილეებს სიტყვით მიმართეს:  ფრანკ დეშლერმა, ევროპის საბჭოს არჩევნებისა და თანამონაწილეობითი დემოკრატიის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, გიორგი კალანდარიშვილმა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ,  მაია ზარიძემ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ და  ნათია ზაალიშვილმა, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორმა. გამომსვლელებმა ისაუბრეს საარჩევნო პროცესებში ქალთა როლის მნიშვნელობაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა აქტიური მონაწილეობის გაძლიერების აუცილებლობაზე.

პოლიტიკური გაერთიანებების - ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ლელო საქართველოსთვის, ევროპული საქართველო, გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი, პატრიოტთა ალიანსი, საქართველოსთვის, ევროპელი სოციალისტები და საქართველოს ევროპელი დემოკრატები  - ქალმა წარმომადგენლებმა განიხილეს შემდეგი მნიშვნელოვანი თემები: საარჩევნო სისტემებისა და გენდერული კვოტების გავლენა ქალთა წარმომადგენლობაზე; პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობისას არსებული ბარიერები - გენდერული სტერეოტიპები, დისკრიმინაცია და სიძულვილის ენა ციფრულ სამყაროში; დებატების კულტურა; ლიდერობა და კომუნიკაციის სტრატეგიები. სესიების ფარგლებში მონაწილეები პარალელურად ეცნობოდნენ ევროპის საბჭოს სტანდარტებს და სხვა საერთაშორისო პრაქტიკას გენდერული თანასწორობის საკითხებში, გადაწყვეტილების მიღებისას მამაკაცებისა და ქალების დაბალანსებული წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მიმართულებით.

საარჩევნო რეფორმის ნაწილში დაგეგმილი ტექნოლოგიური სიახლეების გაცნობის მიზნით,  პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია კენჭისყრის პროცესში ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებით საქართველოს გამოცდილების შესახებ. მეტი თვალსაჩინოებისთვის მონაწილეები უშუალოდ ჩაერთნენ საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის სიმულაციაში.

ორდღიანი ინტენსიური საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა ცესკოს სწავლების ცენტრის ტრენერებმა და ევროპის საბჭოს მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა ჩაატარეს. აღნიშნული პროექტი ეხმიანება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიულ გეგმასა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, რომელიც ითვალისწინებს ქალთა საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშესაწყობად შესაბამისი მექანიზმების გაძლიერებას.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
121314
15
161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia