საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სტუდენტები ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების მუშაობას გაეცნენ

29.11.2022
ბეჭდვა

საარჩევნო ადმინისტრაციამ დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა. შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ გახსნა და საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, ყოველთვის მოხარული ვარ ახალგაზრდებთან საუბრის. ვფიქრობ, ასეთი ტიპის შეხვედრები არის სასარგებლო არა მხოლოდ იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ჩვენთან მოდიან, არამედ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მთლიანად. ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე რომელიც არსებობს საქართველოს სინამდვილეში არჩევნებთან მიმართებაში გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია. ამავე დროს ახალგაზრდებმა ნახეს ის ტექნოლოგიები, რომელიც მომავალში საქართველოში დაინერგება საარჩევნო პროცესისას“, -აღნიშნა გიორგი შარაბიძემ.

ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით როგორც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე სხვა ქვეყნების გამოცდილება, ინფორმაცია განხორციელებული საპილოტე პროექტებისა და ტექნოლოგიების გამოყენების დადებითი მხარეების შესახებ - ამ საკითხებზე სტუდენტებს  ინფორმაცია ცესკოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ტრენერებმა ნინო კიკალიშვილმა და ცოტნე ზაბახიძემ მიაწოდეს. სტუდენტები ასევე დეტალურად გაეცნენ და პრაქტიკაში გამოცადეს ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების მუშაობა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.

 

ვიდეო გალერეა

სტუდენტები ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების მუშაობას გაეცნენ

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
თებერვალი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12
3
45
6789101112
13141516171819
20212223242526
2728     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia