საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

გრძელდება ტრენინგები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის (III ეტაპი)

16.09.2023
ბეჭდვა

2023 წლის 17 სექტემბრიდან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების III ეტაპი იწყება, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის (გარდა კომისიის მდივნისა)  გადამზადებას ეთმობა.

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, ინტენსიური სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საარჩევნო უბნის გახსნიდან მისი დახურვის ჩათვლით პერიოდში კომისიის წევრთა მიერ განსახორციელებელ ფუნქციებზე. პროგრამა ეფუძნება კეთებით სწავლების პრინციპს, ხელს უწყობს მონაწილეთა მიერ ტრენინგების განვლილ ეტაპზე მიღებული ცოდნის განმტკიცებასა და პრაქტიკაში ტრანსფორმირებას კენჭისყრის დღის ცალკეული ეტაპების მოდელირების გზით.

საარჩევნო კომისიებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება, სატრენინგო პროგრამა ითვალისწინებს პროცედურების მოდელირებას ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატების, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატებისა და პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით. ყურადღება გამახვილდება საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცედურაზე და კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკაზე. პროგრამა ასევე ითვალისწინებს სპეცჯგუფის წევრების სწავლებას.   

სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა III ეტაპის ტრენინგების ჩატარებას 2023 წლის 17-21 სექტემბრის პერიოდში უზრუნველყოფენ. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა დამატებითი ეტაპის ტრენინგი 2023 წლის 15 სექტემბერს განხორციელდა, მასში მონაწილეობა მიიღო 133 საუბნო საარჩევნო კომისიის 202-მა წევრმა. დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
121314
15
161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia