საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სასერტიფიკაციო გამოცდების პირველი ეტაპი დასრულდა.
გამოცდები 2023 წლის 11 სექტემბერიდან დაიწყო. პროცესის ორგანიზების მიზნით, ცესკომ და სწავლების ცენტრმა კომპლექსური სამუშაოები ჩაატარა. გამოცდაზე რეგისტრაციისა და შემდგომ გამოცდის მიმდინარეობისას მოქალაქეებს 16 მუნიციპალიტეტში გახსნილი საგამოცდო ცენტრები მოემსახურა. უწყვეტად ფუნქციონირებდა საგამოცდო ცენტრი სტიქიის ზონაში, ქ. ოზურგეთში მოქმედმა სამდივნომ გამოცდაზე 243 პირი მიიღო. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს, რომლებმაც ფორსმაჟორული სიტუაციის გათვალისწინებით ვერ მიიღეს მონაწილეობა მიმდინარე გამოცდებზე, შესაძლებლობა ექნებათ საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდა ჩააბარონ მეორე ეტაპზე, რომლის ჩატარება ოზურგეთის საგამოცდო ცენტრში დაგეგმილია ოქტომბერში.
პირველი ეტაპის გამოცდები 16 სექტემბერს დასრულდა. გამოცდაზე ჯამურად რეგისტრირებული 6299 მოქალაქიდან საგამოცდო ცენტრებში 4912 გამოსაცდელი გამოცხადდა. გამოცდის ჩაბარების შედეგების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიკატი 4813-მა პირმა მიიღო, მათ შორის ქალი - 3826; კაცი - 987. საგამოცდო ცენტრების მიხედვით დამუშავებული დეტალური სტატისტიკა ხელმისაწვდომია ბმულზე.
მეორე ეტაპზე ოქტომბერში დაგეგმილი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების სასერტიფიკაციო გამოცდის შესახებ ინფორმაცია წინმსწრებად განთავსდება ცესკოს და სწავლების ცენტრის ვებ-გვერდებზე.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |