საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით სომხეთში ქალაქის უხუცესთა არჩევნებს დააკვირდა

19.09.2023
ბეჭდვა

საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით სომხეთში, ერევნის უხუცესთა საბჭოს არჩევნებს დააკვირდა.

საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ერევანში სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიწვევით იმყოფებოდნენ. ისინი სადამკვირვებლო მისიაში საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდნენ. სხვადასხვა სადამკვირვებლო ჯგუფში  გადანაწილებული დელეგაციის წევრები დააკვირდნენ როგორც საარჩევნო უბნების გახსნის, ისე კენჭისყრის მიმდინარეობისა და დახურვის პროცედურებს. ასევე დაესწრნენ საინფორმაციო ბრიფინგს, სადაც სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიამ საარჩევნოდ გაწეული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, ქართული დელეგაციისთვის განსაკუთრებულად საინტერესო იყო თუ როგორ მიმდინარეობდა ამომრჩეველთა ვერიფიკაციის პროცედურები ელექტრონული  აპარატების გამოყენებით - „აღსანიშნავია, რომ სომხეთის საარჩევნო ადმინისტრაცია, საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკთან“ პარტნიორობით, წარმატებით იყენებს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებს. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ იდენტური ვერიფიკაციის აპარატების გამოყენებით ჩვენ საქართველოში უკვე ჩავატარეთ შუალედური და რიგგარეშე არჩევნები, და ასევე გამოვიყენებთ 2024 წელსაც. ვიზიტის ფარგლებში მოგვეცა შესაძლებლობა სომეხ კოლეგებთან გაგვეცვალა ინფორმაცია ვერიფიკაციის აპარატების გამოყენების შესახებ“.

მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრები არჩევნებზე დაკვირვების მიზნით მყოფი სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან. მხარეებმა განიხილეს საარჩევნო საკითხებზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

ერევნის უხუცესთა საბჭოს არჩევნები 17 სექტემბერს გაიმართა. საქართველოს სადამკვირვებლო დელეგაციაში გიორგი კალანდარიშვილთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი, ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი, ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სეირან კიურეღიანი, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჰასმიკ მარანგოზიანი, სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამების სამსახურის უფროსი მაია გუდაძე და სასწავლო რესურსების შემუშავებისა და განვითარების მენეჯერი თორნიკე გოგისვანიძე.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივლისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
141516
17
181920
21222324252627
28293031   
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia