საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ტრენინგი „საარჩევნო დავების განხილვა - ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები“ გაიარეს

21.09.2023
ბეჭდვა

საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ტრენინგი „საარჩევნო დავების განხილვა - ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები“ გაიარეს.  ტრენინგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ევროპის საბჭოს არჩევნებისა და თანამონაწილეობითი დემოკრატიის განყოფილების ხელმძღვანელმა მარკუს ადელსბახმა გახსნეს. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკის შესწავლა, განხილვა და გათვალისწინება მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს საარჩევნო პროცესის მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებას.

ტრენინგი ევროპის საბჭოს საარჩევნო მხარდაჭერის პროექტისა და ვენეციის კომისიის მიერ ერთობლივად შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს: „საარჩევნო დავების განხილვა - მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო საარჩევნო დავებზე სამართალწარმოების გაუმჯობესებისათვის“ საფუძველზე ევროსაბჭოს ექსპერტმა მაია ვაჩაძემ ჩაატარა. მონაწილეებმა განიხილეს ისეთი  მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ელექტრონული საშუალებებით ხმის მიცემის სამართლებრივი, ოპერაციული და ტექნიკური სტანდარტები; ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული ელექტრონული ხმის მიცემის სტანდარტების თაობაზე რეკომენდაცია; ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსის სახელმძღვანელო მითითებები; საარჩევნო დავების განხილვა - ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები: დემოკრატიული არჩევნების პრინციპები; საარჩევნო დავებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიმოხილვა; საარჩევნო დავებზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოების პრაქტიკის მიმოხილვადა სხვა თანმდევი საკითხები.

ტრენინგში მონაწილეობა ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა, იურიდიული და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტებისა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლებმა მიიღეს.  ტრენინგი ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
161718192021
22
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia