საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების IV ეტაპი

22.09.2023
ბეჭდვა

2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების ტრენინგების IV ეტაპი იწყება. აღნიშნული წარმოადგენს გადამზადების შემაჯამებელ ეტაპს, რომლის სამიზნე აუდიტორიად განსაზღვრულია საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი).

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, ტრენინგზე განიხილება საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების მანდატს მიკუთვნებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, როგორიცაა: საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე პერიოდში საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საორგანიზაციო უფლებამოსილებები; საარჩევნო უბნის დახურვიდან ხმების დათვლის პროცესის დაწყებამდე პერიოდში საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საორგანიზაციო უფლებამოსილებები; კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკა; კენჭისყრის პროცესის საჯაროობის უზრუნველყოფა; კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები.

საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება, განგრძობითი სწავლების ფორმატში იმუშავებენ კენჭისყრის პროცესში ელექტრონული აპარატების პრაქტიკულ გამოყენებაზე, რომლის მეშვეობითაც, 1 ოქტომბერს, კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები მოემსახურებიან ამომრჩევლებს.

სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები საუბნო საარჩევნო კომისიების IV ეტაპის ტრენინგებს მიმდინარე წლის 23-25 სექტემბრის პერიოდში ჩაატარებენ. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

2023 წლის 17-21 სექტემბრის პერიოდში გამართულ III ეტაპის ტრენინგებზე თითოეულმა საუბნო საარჩევნო კომისიამ, ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შემადგენლობით, გაიარა მოსამზადებელი ფაზა კენჭისყრის დღის ეპიზოდური ინსცენირებების ჩატარების გზით. მასში მონაწილეობა 133 საუბნო საარჩევნო კომისიის 1333-მა წევრმა მიიღო. დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

 

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
1920
21
22232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia