საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარემ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა

02.02.2024
ბეჭდვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მრავალწლიანი მუშაობისთვის ცესკოს, საოლქო საარჩევნო კომისიების და სწავლების ცენტრის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში მინდა საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით მადლობა გადავუხადო თანამშრომლებს მრავალი წლის განმავლობაში გაწეული საქმისთვის. ვფიქრობ, ამ ადამიანებს აქვთ მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც პირველ რიგში ინსტიტუციის განვითარებას უწყობს ხელს. საარჩევნო ადმინისტრაციამ ამ ადამიანებთან ერთად წარმატებით გაიარა განვითარების სხვადასხვა, მათ შორის, არჩევნების მოდერნიზებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების პილოტირების უმნიშვნელოვანესი ეტაპი. ასევე აღსანიშნავია, რომ წინ გვაქვს მნიშვნელოვანი წელი - 2024 წელი, რომლის წარმატებით ადმინისტრირებაც იქნება საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეული თანამშრომლის დამსახურება“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა თანამშრომლებთან საუბრისას.

გიორგი კალანდარიშვილმა გაწეული სამსახურისთვის იმ 130 თანამშრომელს გადაუხადა მადლობა, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციაში 10 წელზე მეტია მუშაობენ.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების საერთაშორისო დღე 2005 წლიდან ყოველ წელიწადს, თებერვლის პირველ ხუთშაბათს აღინიშნება. არჩევნების საერთაშორისო დღე რამდენიმე მიზანს ემსახურება, მათ შორის, არჩევნების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება და ყველა იმ სიახლისა და მოვლენის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რომელიც არჩევნებს უკავშირდება.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივლისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
7
8
910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia