საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ

27.05.2013
ბეჭდვა

საგრანტო კონკურსის მიზანი

საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი, ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობითა და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) პარტნიორობით,  “სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუციებისა და პროცესების ხელშეწყობა“ პროექტის ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანია იმ პროექტების გამოვლენა, რომელთა განხორციელება მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საარჩევნო პროცესისადმი სოციალური განწყობის გაუმჯობესებას, მიმდინარე საარჩევნო წელს ელექტორატის აქტიურ მონაწილეობას, ამომრჩეველთა მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებასა და ამ მიმართულებით სხვადასხვა ფორმატის საინფორმაციო, საგანმანათლებლო კამპანიების ორგანიზება/ჩატარებას.

საგრანტო პროექტი უნდა ეხმიანობოდეს კონკურსით გაცხადებულ მიზნებს და ასახავდეს არასამთავრობო ორგანიზაციის სტრატეგიულ ხედვას ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფს მიკუთვნებული ამომრჩევლების, იძულებით გადაადგილებული პირების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლების ან/და ქალთა ჯგუფების ინფორმირების, საარჩევნო კულტურის განვითარებისა და არჩევნებში მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფის საკითხებზე.

საგრანტო თემატიკა

საზოგადოების ინფორმირების კამპანია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის

საგრანტო პროექტის ძირითადი მიმართულებები

ამომრჩეველთა ჯგუფები, რომელზეც გავრცელდება პროექტი, უნდა გამოვლინდეს წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიის საფუძველზე და შეიძლება მოიცავდეს ქვემოთ დასახელებულ მინიმუმ ერთ-ერთ ან მეტ სამიზნე ჯგუფს:

  •   ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფებს
  •   შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს
  •   იძულებით გადაადგილებულ პირებს
  •   ქალთა ჯგუფებს

პროექტი უნდა ითვალისწინებდეს სამიზნე ჯგუფებისათვის რელევანტური საგანმანათლებლო/საინფორმაციო ხასიათისა და არჩევნებში მათი აქტიური მონაწილეობის წახალისებაზე ორიენტირებული არანაკლებ ორი საჯარო (როლური, თეატრალიზებული სახის), მასშტაბური ღონისძიების ჩატარებას/ორგანიზებას და სხვა საგანმანათლებლო, საინფორმაციო საქმიანობებს.

ეთნიკურ ჯგუფებთან დაკავშირებული პროექტი უნდა განხორციელდეს ენობრივი, რიგ შემთხვევაში ტრადიციულ/რელიგიური ბარიერების გათვალისწინებით (ეთნიკურ უმცირესობათა ენაზე საგანმანათლებლო მასალების მომზადება და სხვ.). 

საგრანტო პროექტის განხორციელების ადგილი

საგრანტო პროექტი უნდა განხორციელდეს აპლიკანტის შეხედულებისამებრ შერჩეულ საქართველოს ერთ ან რამდენიმე რეგიონში (სამეგრელო, შიდა ქართლი - გორი, ქვემო ქართლი, სამცხე - ჯავახეთი, კახეთი და ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მათ სპეციალურ, კომპაქტურ დასახლება(ებ)ში).

საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა

  •   საქმიანობის განხორციელება - 2013  წლის 10 აგვისტო  - 2013 წლის 10 ოქტომბერი;
  •   ანგარიშგება - 2013  წლის 11 ოქტომბერი  - 2013  წლის 30 ოქტომბერი. 

საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები

არაუმეტეს 4000 ლარისა - რომელიც განხორციელდება აპლიკანტის შეხედულებისამებრ შერჩეულ საქართველოს ერთ რეგიონში

არაუმეტეს 7000 ლარისა - რომელიც განხორციელდება აპლიკანტის შეხედულებისამებრ შერჩეულ საქართველოს ორ ან მეტ რეგიონში

ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა

კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის რეგისტრირებულ, საქართველოს რეგიონში მოქმედ  არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს (შემდგომში - არასამთავრობო ორგანიზაცია). უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომელთაც აქვთ ამ საგრანტო საკონკურსო განაცხადში აღნიშნულ პრიორიტეტულ რეგიონ(ებ)ში მუშაობის გამოცდილება და წარმოადგენენ ადგილობრივ ან/და რეგიონულ ორგანიზაციას. 

დამატებითი მოთხოვნები არასამთავრობო ორგანიზაციასთან დაკავშირებით

სამიზნე ჯგუფებთან პროექტით განსაზღვრული საქმიანობის ეფექტიანად უზრუნველყოფის მიზნით, პროექტში მკაფიოდ უნდა იყოს წარმოდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციის შესაძლებლობების შეფასება/აღწერა, საარჩევნო, ამომრჩეველთა ინფორმირების ან/და სამოქალაქო განათლების პროექტების განხორციელების  გამოცდილება (განაცხადში უნდა მიეთითოს ორგანიზაციის მიერ განხორციელებული მსგავსი ხასიათის პროექტები, პარტნიორი/დონორი ორგანიზაციების მითითებით - ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია:

ა)  განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად (დანართი 1 შესაბამისად);

ბ)  საგრანტო პროექტის აღწერა და დასაბუთება  (დანართი #2 შესაბამისად);

გ)  პროექტის დეტალურად გაწერილი ბიუჯეტი (დანართი #3 შესაბამისად);

დ)  პროექტის ერთგვერდიანი რეზიუმე;

ე) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  რეესტრიდან (2013 წლის მდგომარეობით) და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტი;

ვ) სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია, რომელიც უკეთ წარმოაჩენს აპლიკანტს და წარმოდგენილ საგრანტო  პროექტს.

შენიშვნა:

არასრულყოფილად წარდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება 

საგრანტო კონკურსის გრაფიკი:

კონკურსის გამოცხადება - 27 მაისი, 2013 წელი

საკონკურსო დოკუმენტების წარდგენის ვადა - 7 - 17 ივნისის ჩათვლით, 2013 წელი

პროექტების განხილვა - 24 ივნისი, 2013 წელი

კონკურსის შედეგები - 26 ივნისი, 2013 წელი

ხელშეკრულებების გაფორმება - 3 - 4 ივლისი, 2013 წელი

გრანტის მიმღებ ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა და საარჩევნო ტრენინგი - 8- 12 ივლისი

საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს:

წერილობითი და ელექტრონული ფორმით (CD), საგრანტო კონკურსის გრაფიკში მითითებული საკონკურსო დოკუმენტების წარდგენის ვადის დაცვით, 10:00 - 18:00 საათამდე, (შაბათ-კვირის გარდა), მისამართზე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი  მე-13 კილომეტრი.

განმხილველი ორგანო:

საგრანტო პროექტების კონკურსის მიზნებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს განიხილავს საკონკურსო კომისია პროექტების წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დაუსწრებლად.

კომისია უფლებამოსილია საგრანტო პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვოს პროექტის წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღის ვადაში შესაბამისი ინფორმაცია წერილობით წარუდგინოს კომისიას.

საკონკურსო კომისიის მიერ საგრანტო პროექტების შეფასება მოხდება დანართში მითითებული კრიტერიუმების შესაბამისად.

კონკურსანტებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ მათ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით, ინფორმაცია შერჩეული პროექტის/პროექტების შესახებ აგრეთვე განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე:  www.electionreforms.ge

საკონტაქტო ინფორმაცია: 2 61 21 11

 

 

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
161718
19
202122
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia