საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სწავლების ცენტრმა პროექტისთვის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ ტრენერთა გადამზადება დაიწყო

08.04.2024
ბეჭდვა

კვალიფიციური საარჩევნო ადმინისტრატორების შერჩევის პროცესის მხარდასაჭერად, ცესკო და სწავლების ცენტრი საინფორმაციო-სასწავლო პროექტების განხორციელებას აგრძელებს.

მიმდინარე ეტაპზე, საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური ხელმძღვანელი პირებისა და წევრებისთვის  დაიგეგმა პროექტი „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“. აღნიშნული ინიციატივა სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში ასახულ რეკომენდაციებს ეხმიანება და საარჩევნო რეფორმის შესაბამისად მიზნად ისახავს საარჩევნო ტექნოლოგიურ სიახლეებზე საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური საკადრო რესურსის გადამზადებას.

პროექტის არეალი მასშტაბურია, მისი განხორციელება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტშია დაგეგმილი. მოსამზადებელ ეტაპზე, სწავლების ცენტრი, 2024 წლის 8-26 აპრილის ჩათვლით პერიოდში, 169 ტრენერს გადაამზადებს. იმპლემენტაციის ეტაპზე, მიმდინარე წლის მაისი-ივნისის პერიოდში, ტრენერები „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსებს“ ორ პროფილური მიმართულებით ჩაატარებენ:

  • კურსი საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური ხელმძღვანელი პირებისთვის;
  • კურსი საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის.

საინფორმაციო-სასწავლო კურსის ფარგლებში შემდეგი ძირითადი საკითხები განიხილება: საარჩევნო რეფორმით გათვალისწინებული ძირითადი საკანონმდებლო და  ტექნოლოგიური სიახლეები; საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო ელექტრონული აპარატებით კენჭისყრის პროცესის წარმართვა, აპარატების მართვის ტექნიკური უნარები და მათი გამოყენებით ამომრჩევლების მომსახურება; ხმის მიცემის ფარულობა და ამ მიმართებით კომისიის მანდატის ფარგლებში შესასრულებელი საქმიანობის მნიშვნელოვანი ასპექტები. პროგრამა პრაქტიკული სწავლების კომპონენტს ეფუძნება, მონაწილეები სატრენინგო/სატესტო რეჟიმში განახორციელებენ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატების, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების და კენჭისყრის წინასწარი შედეგების გადაცემისთვის განკუთვნილი პლანშეტური კომპიუტერების მართვას.

პროექტისთვის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ ტრენერთა გადამზადებას სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) პარტნიორობით ახორციელებს.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
161718
19
202122
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia