საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ცესკოში სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

15.04.2024
ბეჭდვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საარჩევნო ადმინისტრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობის „მხარდაჭერის მიმღები პირების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის მხარდაჭერის მიმღები პირების კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ სასწავლო-საინფორმაციო კურსის ჩატარება“ განხორციელების საკითხი განიხილეს.

ცესკოსა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობა გააცნეს. იმსჯელეს ამ მიმართულებით სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და მხარდაჭერის მიმღები პირების ინფორმირების საკითხებზე. ინფორმირება განხორციელდება ცესკოს მიერ პირველად 2024 წელს შემუშავებული არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევის მიხედვით, რომელიც შექმნილია მხარდაჭერის მიმღები პირებისთვის გასაგებ, მარტივად წასაკითხ ფორმატში. შეხვედრაზე შეთანხმდნენ,  რომ სააგენტოს მიერ მოწოდებული შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე დაიგეგმება, თუ როგორ განხორციელდება ინფორმირების კამპანია.

სამუშაო შეხვედრა 12 აპრილს გაიმართა და მას ცესკოს სტრუქტურული ერთეულებისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ინფორმირების კამპანიას კონკრეტულად შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და მხარდაჭერის მიმღები პირებისთვის, პირველად ახორციელებს.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივლისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
7
8
910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia