საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სწავლების ცენტრი საარჩევნო სიახლეების გასაცნობად სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს

29.05.2024
ბეჭდვა

მიმდინარე წლის 20-24 მაისის პერიოდში, სწავლების ცენტრმა პარტნიორ უნივერსიტეტებში ჩაატარა სემინარები თემაზე „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“. შეხვედრების ფარგლებში სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები გაეცნენ საერთაშორისო ტენდენციებს არჩევნებში ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით, განიხილეს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული სერვისები და ელექტრონული აპარატებით კენჭისყრის ჩატარების სიახლეები.

საინფორმაციო შეხვედრები თბილისსა და რეგიონებში მოქმედ 9 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გაიმართა. მასში მონაწილეობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის,  გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის (თბილისისა და ბათუმის წარმომადგენლობა), გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 200-მა სტუდენტმა მიიღო (ქალი - 130, კაცი - 70).

სწავლების ცენტრმა ელექტრონული აპარატების  გამოყენებით იმიტირებული კენჭისყრა ჩაატარა. ახალგაზრდებმა მოდელირებულ არჩევნებში მონაწილეობით პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს.

მიმდინარე აქტიური საინფორმაციო კამპანია ორიენტირებულია საარჩევნო პროცესში დანერგილი სიახლეების პოპულარიზაციაზე და ახალგაზრდების აქტიურ, ინფორმირებულ ამომრჩევლებად ჩამოყალიბების ხელშეწყობაზე.

ვიდეო გალერეა

სწავლების ცენტრი საარჩევნო სიახლეების გასაცნობად სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
121314
15
161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia