საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საინფორმაციო-სასწავლო კურსი ''არჩევნებში მხარდაჭერის მიმღებ პირთა მონაწილეობის შესახებ''

03.07.2024
ბეჭდვა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თანამშრომლობით მხარდაჭერის მიმღები პირების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საინფორმაციო-სასწავლო კურსი ჩატარდა.

შეხვედრას თბილისში მოქმედი მხარდაჭერის მიმღები პირების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის გახსნისას საინფორმაციო-სასწავლო კურსის მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა. მისი შეფასებით, სასწავლო კურსში დეტალურადაა გაწერილი ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომელიც მხარდაჭერის მიმღები პირების არჩევნებში მონაწილეობისთვის არის საჭირო.

საინფორმაციო კურსის მნიშვნელობას ასევე ხაზი გაუსვა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა, რუსუდან კოხოძემ. მისი განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება იმისთვის, რომ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირები საარჩევნო საკითხების შესახებ მაქსიმალურად იყვნენ ინფორმირებულები.

ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელის ნათია ზაალიშვილის განცხადებით, საინფორმაციო-სასწავლო კურსისა და სპეციალურად შემუშავებული მეთოდოლოგიის მეშვეობით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა 170-მდე ბენეფიციარს (მხარდაჭერის მიმღები პირები) გააცნონ ხმის მიცემის პროცესში ამომრჩევლებისთვის გათვალისწინებული სიახლეები და საარჩევნო სერვისები.

თავის მხრივ ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირების ჩართულობის უზრუნველყოფის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რენატა ლევოვსკიმ.

საინფორმაციო-სასწავლო კურსის ფარგლებში 8 არასამთავრობო ორგანიზაციის, 14-მდე წარმომადგენელმა დეტალური ინფორმაცია მიიღო 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გათვალისწინებული ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ, ამასთან პრაქტიკაში თავად გამოცადეს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა. კურსის ფარგლებში მიღებულ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მხარდაჭერის მიმღებ პირებს თავად გაუზიარებენ. სასწავლო მოდული ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ შეიქმნა მხარდაჭერის მიმღები პირებისთვის მარტივად წასაკითხ ფორმატში შემუშავებული არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევის მიხედვით. გზამკვლევი წელს პირველად შეიქმნა და სწორედ მისი გამოყენებით მოხდება მხარდაჭერის მიმღებ პირთა ინფორმირება არჩევნების შესახებ.

საინფორმაციო შეხვედრა არჩევნებში მხარდაჭერის მიმღებ პირთა მონაწილეობის საკითხებზე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით განხორციელდა.

ვიდეო გალერეა

საინფორმაციო-სასწავლო კურსი ,,არჩევნებში მხარდაჭერის მიმღებ პირთა მონაწილეობის შესახებ“

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
1617
18
19202122
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia