საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

2023-2024 წლებში განხორციელებული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდების ციკლის შეჯამება

24.07.2024
ბეჭდვა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა (სწავლების ცენტრი), საარჩევნო რეფორმის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელი პირთა სერტიფიცირების გამოცდების მასშტაბური პროექტი განახორციელა.

აღნიშნული პროექტი საუბნო საარჩევნო კომისიების კვალიფიციური წევრებით დაკომპლექტების ამოცანას ეხმიანება. საგამოცდო პროცესი ხელს უწყობს მოქალაქეთა ცოდნის გადამოწმებას საკანონმდებლო რეგულაციებთან დაკავშირებით, რომელიც მიემართება კენჭისყრის პროცედურებს, რეფორმით გათვალისწინებულ ტექნოლოგიურ სიახლეებს და საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების/წევრების მიერ განსახორციელებელ ფუნქციებს. გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში მოქალაქეს ენიჭება სერტიფიკატი, რომლის ფლობა კანონმდებლობის შესაბამისად სავალდებულოა საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა და წევრთა პოზიციაზე ასარჩევად (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება პოლიტიკური პარტიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიაში წევრების დანიშვნის პროცესზე).

გამოცდის ჩაბარების მსურველ მოქალაქეთა სერვისზე ორიენტირებით, გამოცდების ჩატარების არეალმა მოიცვა 34 მუნიციპალიტეტი, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული 8 მუნიციპალიტეტი. საგამოცდო ლოკაციებზე ჯამში 37 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა: თბილისი (4 საგამოცდო ცენტრი),  გურჯაანი, სიღნაღი, თელავი, რუსთავი, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, თეთრიწყარო, მცხეთა, დუშეთი, გორი, ბორჯომი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ამბროლაური, ცაგერი, მესტია, საჩხერე, ზესტაფონი, ბაღდათი, ტყიბული, წყალტუბო, ქუთაისი, ოზურგეთი, სენაკი, ხობი, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი, ქობულეთი, დაბა შუახევი, ხულო.

სერტიფიცირების გამოცდების პროექტის განხორციელება ცესკომ და სწავლების ცენტრმა 2023 წლის სექტემბრიდან დაიწყო და 2024 წლის ივლისის ჩათვლით ჯამურად 9 გამოცდა ჩაატარა:

  • 5 გამოცდა - საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირებისთვის (მათ შორის, 2 გამოცდა ჩატარდა ეთნიკური უმცირესობების ენებზე ნათარგმნი ტესტების გამოყენებით);
  • 4 გამოცდა - საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის (მათ შორის, 2 გამოცდა ჩატარდა ეთნიკური უმცირესობების ენებზე ნათარგმნი ტესტების გამოყენებით).

პროფილურად ჩატარებული გამოცდების შედეგები:

გამოცდის სახეობა

რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა

გამოცდაზე გამოცახდებულ პირთა რაოდენობა

შედეგების მიხედვით სერტიფიცირებულ პირთა რაოდენობა

საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების გამოცდა (2023 – 2024 წწ.)

19 180

14 763 (77%)

14 185 (96%)

საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების გამოცდა (2024 წ)

ჩატარებული ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებში

2 193

1 636 (75%)

1 612 (99%)

ჯამი

21 373

16 399 (77%)

15 797 (96%)

 

გამოცდის სახეობა

რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა

გამოცდაზე გამოცახდებულ პირთა რაოდენობა

შედეგების მიხედვით სერტიფიცირებულ პირთა რაოდენობა

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გამოცდა (2023 – 2024 წწ.)

21 810

16 124 (74%)

15 975 (99%)

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გამოცდა (2024 წ)

ჩატარებული ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებში

2 926

2 250 (77%)

2 223 (99%)

ჯამი

24 736

18 374 (74%)

 18 198  (99%)

საგამოცდო ციკლის მიმდინარეობისას, სხვადასხვა ეტაპზე, გამოცდებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები დააკვირდნენ: ააიპ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; ააიპ საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაცია. ცესკო და სწავლების ცენტრი მადლობას უხდის ორგანიზაციებს პროცესში ჩართულობისთვის.

  • მიმდინარე გამოცდა
  • დასრულებული გამოცდა
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
1920
21
22232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia