საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სწავლების ცენტრმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ტრენერთა კორპუსის გადამზადების მასშტაბური პროექტი განახორციელა

10.09.2024
ბეჭდვა

2024 წლის 19 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, სწავლების ცენტრმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის 219 ტრენერი გადაამზადა. კვალიფიციურ ტრენერთა კორპუსი ქვეყნის მასშტაბით საუბნო საარჩევნო კომისიების სასწავლო პროგრამების იმპლემენტაციას 14 სექტემბრიდან დაიწყებს.

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სატრენინგო კონცეფცია და სასწავლო რესურსები ითვალისწინებს თითოეული საარჩევნო ადმინისტრატორის პროფესიული ზრდის შესაძლებლობის ხელშეწყობას, სიახლეებთან ადაპტაციას და ასევე, კორპორატიული კულტურის განვითარებას, რაც მნიშვნელოვანია საუბნო საარჩევნო კომისიისთვის საქმიანობის კოლეგიალობასა და პროფესიონალიზმზე დაფუძნებით განსახორციელებლად. აღნიშნული სტრატეგიული მიმართულების გათვალისწინებით, სწავლების ცენტრმა ტრენერებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შესასრულებელი საქმიანობებისა და იმ სტანდარტების შესახებ, რომლის ერთგვაროვნად შესრულება არსებითია ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური სერვისის მიწოდების პროცესში.

ტრენერთა ტრენინგის პროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ისეთი საკითხების განხილვას, როგორიცაა: საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ ფუნქციების შესაბამისად კენჭისყრის პროცედურების ორგანიზებულად წარმართვა; თითოეული ამომრჩევლისთვის თანაბარი და ხელმისაწვდომი საარჩევნო სერვისები; ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის გარანტირებულობა; არჩევანის ფარულობის და საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა; ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შექმნა და მხარდაჭერა; კენჭისყრის პროცესზე შეუფერხებელი დაკვირვების პირობების უზრუნველყოფა; კენჭისყრის წინასწარი შედეგების და შემაჯამებელი ოქმის საჯაროობის უზრუნველყოფა. საარჩევნო რეფორმის გათვალისწინებით, აქცენტი გაკეთდა ელექტრონული აპარატებით მუშაობის პრაქტიკულ ასპექტებზე. მონაწილეების მიერ ჩატარდა მოდელირებული სატრენინგო სესიები.  

გადამზადებული ტრენერები შემდგომ ეტაპზე, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის უზრუნველყოფენ ინტენსიური ტრენინგების ჩატარებას ორი პროფილური მიმართულებით:

  • პროგრამა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენებით (სამიზნე აუდიტორია: 2 262 კომისიის წევრები);
  • პროგრამა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენების გარეშე (სამიზნე აუდიტორია: 768 კომისიის წევრები).

პროფილური პროგრამების ასპექტების გათვალისწინებით, სწავლების ცენტრმა ტრენერებისთვის შესაბამისი სასწავლო რესურსების პაკეტი მოამზადა: პრეზენტაციები (საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის ჩასატარებელი ტრენინგების ეტაპების მიხედვით); პრაქტიკული სავარჯიშოების კრებული; ტრენერის სახელმძღვანელო ინსტრუქციები. სასწავლო შედეგზე ორიენტირებით, საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები კომბინირებული სწავლების მეთოდით ჩატარდება.

ტრენერთა ტრენინგის პროექტი სწავლების ცენტრმა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით განახორციელა.

ტრენერთა გადამზადებული კორპუსი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებს 2024 წლის 14 სექტემბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში განახორციელებს. დეტალური გრაფიკები ტრენინგების დაწყებამდე ცესკოს და სწავლების ცენტრის ვებგვერდებზე გასაჯაროვდება.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
19
202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia