საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები და 26 ოქტომბრის არჩევნები - მედიის წარმომადგენლები საარჩევნო სიახლეებს გაეცნენ

22.09.2024
ბეჭდვა

საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში, ამ მიმართულებით ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობები და ელექტრონული არჩევნების უპირატესობები - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა და  საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში დავით ღონღაძემ გახსნეს.

გიორგი კალანდარიშვილმა მედიის წარმომადგენლებს პირადად გააცნო ინფორმაცია საქართველოში საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ. მან დეტალურად ისაუბრა არჩევნების მოდერნიზების, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და მათი დანერგვის მნიშვნელობის შესახებ.

ორი დღის განმავლობაში შეხვედრის მონაწილეებმა საარჩევნო ადმინისტრაციისა და IFES-ის წარმომადგენლებისგან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია, როგორიცაა საარჩევნო ელექტრონული საშუალებების საერთაშორისო აუდიტის შედეგები, საარჩევნო ადმინისტრაციის კომუნიკაციის სტრატეგია და ინფორმირების კამპანია 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის, არჩევნების გაშუქების საერთაშორისო სტანდარტები, მედიის როლი და უფლებრივი მდგომარეობა კენჭისყრის პროცესში და ამომრჩეველთა განათლების საერთაშორისო მიდგომები. გაიმართა დისკუსიაც, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე. 

მედიის წარმომადგენლები საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების, კერძოდ ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის ელექტრონული აპარატების მუშაობასაც გაეცნენ და მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ კენჭისყრაშიც.

მედიასთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა 18-20 სექტემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზებით, ცესკოს სწავლების ცენტრისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. მასში მონაწილეობა  მედიის 24-მა წარმომადგენელმა მიიღო. 

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
161718
19
202122
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia