საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საუბნო საარჩევნო კომისიების III ეტაპის ტრენინგები იწყება

07.10.2024
ბეჭდვა

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების ციკლი  გრძელდება.

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, 5-7 ოქტომბრის პერიოდში ტრენინგების დამატებითი ეტაპი ჩატარდა, რომელიც დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიების იმ ხელმძღვანელი პირების და წევრების გადამზადებას, ვინც არ დაესწრნენ ტრენინგების I ან/და II ეტაპს, ან შეიცვალნენ ტრენინგების მიმდინარეობისას. 8 ოქტომბრიდან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადების III ეტაპი იწყება.

პროფილური სატრენინგო პროგრამების ფარგლებში, საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები (კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე) და წევრები, გუნდური მუშაობის პრინციპზე დაფუძნებით, განიმტკიცებენ კენჭისყრის პროცესების მართვის უნარებს და გაიღრმავებენ პრაქტიკულ ცოდნას სახელმძღვანელო სტანდარტების შესახებ, რომლის ერთგვაროვნად შესრულება არსებითია ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად. მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მხარდაჭერის ასპექტებზე.

სწავლების პროცესში, მათ შორის, ყურადღება გამახვილდება კენჭისყრის დღეს პროცედურული რისკების იდენტიფიცირების საკითხებზე, საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ მათზე რეაგირების მექანიზმებსა და ამ მიმართებით შესაბამისი ფუნქციების შესრულების ტექნიკაზე. ამასთან, კეთებით სწავლების ფორმატში მონაწილეები განახორციელებენ ეპიზოდურ ინსცენირებებს - მთვლელების მიერ საარჩევნო ბიულეტენების დახარისხება, დათვლა და დალუქვა. ამ ნაწილში დეტალურად განიხილება ცესკოს 2024 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე მიღებული რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ელექტრონული არჩევნებისთვის დაზუსტდა საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი და საარჩევნო ბიულეტენების ნამდვილობის/ბათილობის საკითხები.

საქართველოს პარლამენტის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნებისთვის, ასევე, სამტრედიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სატრენინგო პროგრამები წარიმართება პროცედურული სპეციფიკების გათვალისწინებით,

სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები III ეტაპის ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ 8 - 19 ოქტომბრის პერიოდში. გრაფიკები ხელმისაწვდომია ბმულებზე:

  • III ეტაპის გრაფიკი - საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენებით

სამიზნე აუდიტორია: საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე) და კომისიის წევრები, ასევე, სპეცჯგუფის წევრები.

  • III ეტაპის გრაფიკი - საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენების გარეშე

სამიზნე აუდიტორია: საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე) და კომისიის წევრები.

გრაფიკებში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
1617
18
19202122
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia