საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ცესკომ და სწავლების ცენტრმა პოლიციელებისთვის საინფორმაციო-სასწავლო პროექტი განახორციელა

19.10.2024
ბეჭდვა

საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, ცესკომ და სწავლების ცენტრმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, პოლიციელებისთვის სპეციალიზებული საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა ჩაატარა.

მასშტაბური პროექტი 2024 წლის 1-18 ოქტომბრის პერიოდში განხორციელდა და მასში მონაწილეობა პოლიციის 1276-მა თანამშრომელმა მიიღო.

სწავლების ცენტრის და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის: საარჩევნო ადმინისტრაციას და სამართალდამცავ ორგანოებს შორის ეფექტიანი კომუნიკაცია უსაფრთხო და მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად; კენჭისყრის დღემდე პერიოდში და კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების მიზნით რისკების იდენტიფიცირება,  პრევენცია და რეაგირების მექანიზმები.

კურსი ჰიბრიდული მეთოდით ჩატარდა. ინფორმირების პროგრამაში პოლიციელების მაქსიმალური რაოდენობით ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, სატრენინგო სესიები გაიმართა როგორც ადგილზე, შსს აკადემიის ტერიტორიაზე, ისე დისტანციური პლატფორმის გამოყენებით.

პროექტი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის 2024 წლის 23 სექტემბერს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივლისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
7
8
910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia