საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენინგი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის

22.10.2024
ბეჭდვა

პენიტენციურ დაწესებულებებსა და „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ მყოფი ამომრჩევლების 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის ხელშეწყობის და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი) უზრუნველყოფს გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 13 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გადამზადებას.

სასწავლო პროგრამის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები და წევრები განიმტკიცებენ კენჭისყრის პროცესების მართვის პრაქტიკულ უნარებს, მიიღებენ სპეციალიზებულ ცოდნას განსახორციელებელი საქმიანობებისა და იმ სტანდარტების შესახებ, რომლის ერთგვაროვნად შესრულება არსებითია ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური სერვისის მიწოდების პროცესში.

სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 11 ტრენერი საუბნო საარჩევნო კომისიებს (სრული შემადგენლობით) გააცნობს შემდეგ ძირითად საკითხებს:  ამომრჩევლებისთვის თანაბარი და ხელმისაწვდომი საარჩევნო სერვისები; ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის გარანტირებულობა; არჩევანის ფარულობის და საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა; ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შექმნა და მხარდაჭერა; პროცესზე შეუფერხებელი დაკვირვების პირობების უზრუნველყოფა; კენჭისყრის წინასწარი შედეგების და შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა. ტრენინგზე ყურადღება გამახვილდება სახელმძღვანელო პრინციპებსა და ეთიკის ნორმებზე, რომლის საფუძველზეც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა მანდატის ფარგლებში უნდა უზრუნველყონ საქმიანობის განხორციელება.

ტრენინგი პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით წარიმართება, გათვალისწინებულია სხვადასხვა თემატური სავარჯიშოს შესრულება.

გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების ტრენინგები 2024 წლის 23 ოქტომბერს ჩატარდება. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივლისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
7
8
910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia