საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

პროექტი “ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი”

07.10.2013
ბეჭდვა

2013 წლის 7 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული პროექტის ”ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი” პრეზენტაცია. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში არჩევნების თემის პოპულარიზებას, მათი სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას არჩევნების მნიშვნელობისა და მათი როლის შესახებ, ინფორმირებას საარჩევნო უფლებების სრულყოფილად რეალიზების თაობაზე, რაც, თავის მხრივ, ითვალისწინებს არჩევნებში ახალგაზრდა ამომრჩევლების აქტიური ჩართულობის ზრდის ხელშეწყობას.

ღონისძიებაზე მოწვეული პარტნიორი უნივერსიტეტების რექტორები, დეკანატის წარმომადგენლები,  სტუდენტები, ამომრჩეველთა საარჩევნო კულტურის განვითარების მიმართულებით საქმიანობის განმახორციელებელი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვდნენ ცესკოს თავმჯდომარეს ქალბატონ თამარ ჟვანიას და სწავლების ცენტრის დირექტორს ქალბატონ ნათია ზაალიშვილს, რომლებმაც მათ გააცნეს საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისათვის ახალგაზრდა ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით  დაგეგმილი აქტივობები და საგანმანათლებლო პროგრამები.

მოწვეულმა სტუდენტებმა საკუთარი ხმის მნიშვნელობის გააზრების მიზნით, ღია ცის ქვეშ ააწყეს ”ფაზელი”, მონაწილეობა მიიღეს არჩევნების თემაზე სლოგანების მომზადების პროცესში და იმიტირებული კენჭისყრით გამოავლენეს სამი გამარჯვებული სლოგანი:

  • ”არჩევნები ეს არის სამართალი მოქმედებაში”
  • ”ჩემი ხმა გადამწყვეტია”
  • ”დემოკრატიული ქვეყნის საწინდარი სამართლიანი არჩევნებია”

ხმის მიცემის პროცედურების უკეთ გაცნობის მიზნით, მოეწყო სასწავლო ფილმის ”კენჭისყრის დღის პროცედურები” ჩვენება.

სტუდენტებს საჩუქრად გადაეცათ სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული სახელმძღვანელო, დისკზე ჩაწერილი სასწავლო ფილმი და ”ამომრჩევლის სამახსოვრო”.

ცესკოში გამართული ღონისძიების პარალელურად, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თბილისში მოქმედმა 9 უნივერსიტეტმა, პროექტი ”ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი” ასევე განხორცილედა 4 რეგიონალურ უნივერსიტეტში, მათ შორის: იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

პროექტი განხორციელდა ევრო კავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით.

 

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
161718
19
202122
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia