საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ

15.09.2014
ბეჭდვა

სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში - სწავლების ცენტრი) 2014 წლის 15 სექტემბრიდან აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 3 სექტემბრის №293/2014 განკარგულებით განსაზღვრულ საგრანტო კონკურსის დაფინანსების შემდეგ მიმართულებებზე: 

  • პირველი მიმართულება - ამომრჩეველთა განათლება საარჩევნო და სამოქალაქო კულტურის  განვითარებისათვის;
  • მეორე მიმართულება  - გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში;
  • მესამე მიმართულება - პოლიტიკური პარტიების განვითარება კონკურენტული საარჩევნო გარემოს ხელშესაწყობად.

პირველი მიმართულების ფარგლებში საგრანტო პროექტები შეიძლება შემოტანილ იქნას შემდეგ საკონკურსო თემატიკებზე:

  1. დემოკრატიული არჩევნების არსისა და ამომრჩევლის როლის მნიშვნელობის საკითხებზე სამოქალაქო კულტურის ამაღლების ხელშეწყობა
  2. ამომრჩევლის საარჩევნო კულტურის განვითარებაზე ორიენტირებული საინფორმაციო სივრცის უზრუნველყოფა

საკონკურსო თემატიკა I: დემოკრატიული არჩევნების არსისა და ამომრჩევლის როლის მნიშვნელობის საკითხებზე სამოქალაქო კულტურის ამაღლების ხელშეწყობა 

აღნიშნულ საკონკურსო თემატიკაზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს საარჩევნო კუთხით სამოქალაქო განათლების უზრუნველყოფის ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრული იქნება ამომრჩევლის არა მხოლოდ არჩევნების ორგანიზაციული თავისებურებებისა და ხმის მიცემის პროცედურების შესახებ ინფორმირება, არამედ ძირითადად ორიენტირებული იქნება ისეთი საინფორმაციო/საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციის მიწოდებას დემოკრატიზაციის პროცესში არჩევნების როლისა და არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში ამომრჩევლის მონაწილეობის მნიშვნელობაზე, საქართველოში არჩევითი ორგანოების ფუნქციების თაობაზე, ელექტორატსა და მის მიერ არჩეულ ინსტიტუციებს შორის ანგარიშვალდებულების პრინციპის შესახებ, არჩევნების პოპულარიზაციასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის უზრუნველსაყოფად სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები:

არაუმეტეს 60 000 ლარისა (თანხა გაიცემა ეტაპობრივად ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში) 

საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა:

2014 წლის 25 ოქტომბერი - 2015 წლის 25 აპრილი

საკონკურსო  თემატიკა II: ამომრჩევლის საარჩევნო კულტურის განვითარებაზე ორიენტირებული საინფორმაციო სივრცის უზრუნველყოფა 

აღნიშნულ საკონკურსო თემატიკაზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს მედია საშუალებების როლის გააქტიურებას ამომრჩევლთა საარჩევნო კულტურის განვითარებაზე ორიენტირებული საინფორმაციო სივრცის უზრუნველყოფად. პროექტის ფარგლებში არჩევნებსა და პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მიზნად უნდა ისახავდეს არჩევნების პოპულარიზაციას მომავალ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის ზრდის წასახალისებლად და ელექტორატის მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების ხელშეწყობას. ამ თვალსაზრისით პროექტი უნდა მოიცავდეს მედია პროდუქტის შექმნას გადაცემების/სიუჟეტების/სტატიების ციკლის, რუბრიკების ან/და სხვა ფორმატით, რომელიც უზრუნველყოფს ელექტორატის ინფორმირებულობას მოქალაქის პოლიტიკურ უფლებებსა და თავისუფლებებზე, არჩევნებისა და ამ პროცესში თითოეული მოქალაქის როლის მნიშვნელობაზე, არჩევნების საჯაროობაზე, პოლიტიკური ცხოვრების დინამიკასა და მასში ჩართული მხარეების საქმიანობაზე არჩევნებისა და არჩევნების შემდგომ პერიოდში და სხვ.  

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს პროექტის განხორციელებას პარტნიორის სტატუსით წინასწარ განსაზღვრულ მედია-საშუალებასთან/საშუალებებთან (თანამშრომლობაზე თანხმობის წერილი დაერთოს პროექტს).

საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები:

არაუმეტეს 60 000 ლარისა (თანხა გაიცემა ეტაპობრივად ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში) 

საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა:

2014 წლის 25 ოქტომბერი - 2015 წლის 25 აპრილი

პირველ და მეორე საკონკურსო თემატიკაზე წარმოდგენილი პროექტების სამიზნე ჯგუფები:

2013 - 2014 წლებში სწავლების ცენტრის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელებული საარჩევნო გარემოს კვლევის შედეგების თანახმად გამოიკვეთა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მაქსიმალური ჩართულობის  ხელშეწყობის აუცილებლობა. ამასთან ერთად, წლების მანძილზე „ინფორმირებული ამომრჩევლის“ მიმართულებით ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებულმა აქტივობებმა წარმოაჩინა გრძელვადიან პერსპექტივაში ახალგაზრდა ამომრჩევლებთან საინფორმაციო/საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მნიშვნელობა.  აღნიშნულის გათვალისწინებით ამომრჩეველთა ჯგუფები, რომელზეც გავრცელდება პირველ და მეორე საკონკურსო თემატიკაზე წარმოდგენილი პროექტები, უნდა მოიცავდეს ქვემოთ დასახელებულ მინიმუმ ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფს:

  • ეთნიკურ ჯგუფებს
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებს
  • ახალგაზრდა ამომრჩევლებს.

მეორე  მიმართულების ფარგლებში საგრანტო პროექტები შეიძლება შემოტანილ იქნას შემდეგ საკონკურსო თემატიკაზე:

საკონკურსო თემატიკა:  არჩევნებში ჩართულ მხარეთა კომუნიკაცია გენდერის საკითხების ჭრილში

აღნიშნულ საკონკურსო თემატიკაზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი ორიენტირებული უნდა იყოს სხვადასხვა ფორმატით ისეთი ღონისძიებების განხორციელებაზე, რაც ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეების ინფორმირებულობის ზრდას   გენდერული თანასწორობის პოლიტიკის აქტუალობისა და მისი განხორციელების ხელშეწყობის საკითხებზე, ამასთან ერთად, უზრუნველყოფს მხარეთა შორის კომუნიკაციის განვითარებასა და მათ ჩართულობას ისეთი საკითხების განხილვის პროცესში, რომელიც უკავშირდება ქალთა და მამაკაცთა უფლებებისა და შესაძლებლობების თანაბარ, ეფექტიან განხორციელებას საარჩევნო პროცესში, ქალთა მონაწილეობის ზრდის წახალისებას პოლიტიკურ ცხოვრებაში (როგორც ამომრჩევლის, ისე კანდიდატის რანგში), მათ შორის, პოლიტიკური პარტიების მოტივირებას მომავალ არჩევნებში ქალების მონაწილეობის გაძლიერების თვალსაზრისით.

სამიზნე ჯგუფები:

  • პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები;
  • მედია საშუალებების წარმომადგენლები;
  • გენდერის საკითხებით დაინტერესებული სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები (გარდა საგრანტო პროექტის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა).

დამატებითი მოთხოვნები საგრანტო პროექტთან დაკავშირებით:

საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია სწავლების ცენტრს წარუდგინოს პროექტში მონაწილეობის შესახებ პროექტის სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლების წინასწარი თანხმობის წერილები. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ჩაითვლება შეწყვეტილად.

საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები:

არაუმეტეს 80 000 ლარისა (თანხა გაიცემა ეტაპობრივად ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში) 

საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა:

2014 წლის 25 ოქტომბერი - 2015 წლის 25 აპრილი

მესამე  მიმართულების ფარგლებში საგრანტო პროექტები შეიძლება შემოტანილ იქნას შემდეგ საკონკურსო თემატიკაზე:

პოლიტიკური პარტიების რეგიონული განვითარების ხელშეწყობა

აღნიშნულ საკონკურსო თემატიკაზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს პოლიტიკური პარტიების რეგიონული წარმომადგენლობების ადამიანური რესურსის კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით არჩევნებთან დაკავშირებით შესაბამისი საგანმანათლებლო ან სხვა ფორმატის საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების განხორციელებას (მათ შორის გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა და სხვ.).

სამიზნე ჯგუფი, რომელზეც გავრცელდება პროექტი, უნდა მოიცავდეს არანაკლებ სამი პოლიტიკური პარტიის (მათ შორის როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები) წარმომადგენლებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ბოლო სამი წლის მანძილზე გამართულ ერთ-ერთ საერთო არჩევნებზე (იხ. დანართი N5).

დამატებითი მოთხოვნები საგრანტო პროექტთან დაკავშირებით:

კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს განვითარების პრინციპზე დაფუძნებით, პროექტში პოლიტიკური პარტიების მონაწილეობისათვის თანაბარი პირობების შექმნის უზრუნველსაყოფად არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა სწავლების ცენტრს წარუდგინოს:

  • პროექტში მონაწილეობის შესახებ მოწვევის წერილის პოლიტიკური პარტიებისათვის დაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოწვევის წერილი დაგზავნილი უნდა იყოს ბოლო სამი წლის მანძილზე გამართულ საერთო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისთვის (მათ შორის როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები);
  • გაგზავნილი მოწვევის წერილის შესაბამისად პარტიებიდან (როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები) მიღებული თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობის მისაღებად.

ზემოაღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული საგრანტო ხელშეკრულება ჩაითვლება შეწყვეტილად.

საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები:

არაუმეტეს 80 000 ლარისა (თანხა გაიცემა ეტაპობრივად ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში) 

საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა:

2014 წლის 25 ოქტომბერი - 2015 წლის 25 აპრილი

ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კონკურსის გამოცხადებამდე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (შემდგომში - არასამთავრობო ორგანიზაცია).

კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ხელმძღვანელი პირები ან/და კონკურსში წარსადგენად შემუშავებული პროექტის განმახორციელებელი პირები არიან: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, ცესკოს აპარატის დეპარტამენტის უფროსი, სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, სწავლების ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, საკონკურსო კომისიის სამდივნოსა და მონიტორინგის ჯგუფის წევრი. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებში იგულისხმება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები.

აღნიშნული შეზღუდვა ზემოთ განსაზღვრულ პირებზე მოქმედებს მათი უფლებამოსილების განხორციელების მთელი პერიოდისა და უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 წლის განმავლობაში.

შენიშვნა: ამ მოთხოვნების დარღვევით კონკურსში წარმოდგენილი პროექტი არ განიხილება.

საგრანტო კონკურსში წარსადგენი საკონკურსო დოკუმენტაცია:

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია:

ა)  განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად (დანართი N1 ფორმით);

ბ)  საგრანტო პროექტის აღწერა და დასაბუთება  (დანართი N2 ფორმით);

გ)  პროექტის დეტალურად გაწერილი ბიუჯეტი (დანართი N3 ფორმით);

დ)  პროექტის ერთგვერდიანი რეზიუმე;

ე) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (2014 წლის მდგომარეობით) და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტი (წესდება, დებულება ან სხვა);

ვ) სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია, რომელიც უკეთ წარმოაჩენს წარმოდგენილ საგრანტო პროექტს.

შენიშვნა: არასრულყოფილად წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია არ განიხილება.

განმხილველი ორგანო:

საგრანტო პროექტების კონკურსის მიზნებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს განიხილავს საკონკურსო კომისია პროექტების წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დაუსწრებლად და იღებს გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ.

საკონკურსო კომისიის მიერ საგრანტო პროექტების შეფასება ხორციელდება საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასების ფურცელში განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად (იხ. დანართი N4).

საგრანტო კონკურსის შედეგების საჯაროობა:

საგრანტო კონკურსის მონაწილეებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ მათ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით. ინფორმაცია კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ასევე განთავსდება სწავლების ცენტრის ვებ–გვერდზე: www.electionreforms.ge

საგრანტო კონკურსის გრაფიკი:

  • კონკურსის გამოცხადება: 15 სექტემბერი, 2014 წელი;
  • საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა: 2014 წლის 23 სექტემბრიდან - 29 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი (საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს წერილობითი და ელექტრონული ფორმით (CD));
  • საინფორმაციო შეხვედრა საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესთან დაკავშირებით: 2014 წლის 24 სექტემბერი, 14:00 საათი, მისამართზე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი, ცესკოს შენობა, მეხუთე სართული.

საკონტაქტო ინფორმაცია: 2 61 21 11

  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
თებერვალი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12
3
45
6789101112
13141516171819
20212223242526
2728     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia