საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ

21.07.2015
ბეჭდვა

სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში - სწავლების ცენტრი) 2015 წლის 21 ივლისიდან აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 2 ივლისის № 92/2015 განკარგულებით განსაზღვრულ საგრანტო კონკურსის დაფინანსების შემდეგ მიმართულებებზე: 

  • პირველი მიმართულება - ამომრჩეველთა ინფორმირება 2015 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის;
  • მეორე მიმართულება  - მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობის ხელშეწყობა 2015 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების პროცესში.

სიტუაციური ანალიზი

ამომრჩევლებისათვის სრულფასოვანი საინფორმაციო სივრცის უზრუნველყოფის ინიციატივების მხარდაჭერა საგრანტო კონკურსის ფარგლებში უკავშირდება საგარეჯოსა და მარტვილის საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით 2015 წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების გამართვას. არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ორიენტირება ელექტორატის ინფორმირების კომპონენტზე ეფუძნება უშუალოდ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საარჩევნო პროცესის ანალიზის შედეგებსა და საერთაშორისო/ ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების რეკომენდაციებს, რომელიც ცხადჰყოფს საინფორმაციო/საგანმანათლებლო პროგრამების სისტემატურად განხორციელების აუცილებლობას.

2012 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე წარმოებული სტატისტიკის მონაცემებით,  საგარეჯოს საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 54%, ხოლო მარტვილის საარჩევნო ოლქში - 60.78% (იხ. ბმული: http://www.cesko.ge/uploads/other/29/29081.pdf). პრაქტიკაში არსებული ტენდენციების გათვალისწინებით საერთო არჩევნებისგან განსხვავებით შუალედურ არჩევნებთან მიმართებით ამომრჩეველთა ინტერესი სტატისტიკურად ნაკლებია, რამაც შედეგობრივად შესაძლებელია გარკვეული გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა აქტივობაზე. კონკურსის გამოცხადება მიზნად ისახავს არასამთავრობო სექტორის ინიციატივების წახალისებას ისეთი მნიშვნელოვანი ამოცანების უზრუნველსაყოფად, რომელიც უკავშირდება არჩევნებისადმი ელექტორატის სოციალური განწყობის გაუმჯობესებას, საარჩევნო პროცესებში სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლებას, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრირებას.

პირველი მიმართულების თემატიკა - ამომრჩეველთა ინფორმირება 2015 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის

აღნიშნულ თემატიკაზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს 2015 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საარჩევნო ცნობიერების ამაღლების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდისა და არჩევნებში ამომრჩევლის გააქტიურების ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო/სასწავლო ხასიათის პროგრამების, საინფორმაციო კამპანიების, გადაცემების ან/და სხვა ფორმატის ღონისძიებების განხორციელებას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი საინფორმაციო/საგანმანათლებლო პროგრამების მოდელირება მოხდეს პროექტისთვის იდენტიფიცირებული სამიზნე ჯგუფების ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით. ამასთან, პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები ორიენტირებული უნდა იყოს გენდერული თანასწორობის ხელშეწობაზე და აღნიშნულის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ორგანიზაციის ხედვა ასახული უნდა იყოს პროექტში.

საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა:

2015 წლის 15 სექტემბერი - 31 ოქტომბერი

საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები:

არაუმეტეს 20 000 ლარისა (დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციას თანხა ჩაერიცხება 2015 წლის 1 ოქტომბრიდან)

მეორე მიმართულების თემატიკა  - მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობის ხელშეწყობა 2015 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების პროცესში

2015 წლის საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მოწყვლადი ჯგუფების სამოქალაქო აქტივობის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნულ თემატიკაზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს საარჩევნო საინფორმაციო კამპანიის უზრუნველყოფის ინიციატივას, რომელიც ორიენტირებული იქნება მათთვის ინფორმაციის მიწოდებაზე არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში ამომრჩევლის მონაწილეობის მნიშვნელობის საკითხებზე და საარჩევნო უფლებების რეალიზების საკანონმდებლო მექანიზმებზე. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ითვალისწინებდეს საინფორმაციო/საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიებების განხორციელებას არამხოლოდ სემინარის/ტრენინგის ფორმატში, არამედ ასევე როლური, თეატრალიზებული ან სხვა ინოვაციური ღონისძიებების სახით. ამასთან, პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები ორიენტირებული უნდა იყოს გენდერული თანასწორობის ხელშეწობაზე და აღნიშნულის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ორგანიზაციის ხედვა ასახული უნდა იყოს პროექტში.

სამიზნე ჯგუფები, რომელზეც გავრცელდება პროექტი, შეიძლება მოიცავდეს ქვემოთ დასახელებულ მინიმუმ ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფს:

  • ეთნიკური უმცირესობები
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები
  • იძულებით გადაადგილებულ პირები
  • ეკომიგრანტები
  • ქალები

მნიშვნელოვანია, რომ სამიზნე ჯგუფების სახით ეთნიკური უმცირესობების ან/და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების იდენტიფიცირების შემთხვევაში პროექტი განხორციელდეს ენობრივი, ტრადიციულ/რელიგიური ბარიერების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებით და პასუხობდეს ამ სამიზნე ჯგუფების საარჩევნო პროცესებში ინტეგრაციის საკითხის შესწავლის მიზნით 2014 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებით გამოკვეთილ გამოწვევებს. კვლევის შედეგები იხილეთ ბმულზე:

http://www.electionreforms.ge/files/library/422.pdf

http://www.electionreforms.ge/files/library/423.pdf

საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა:

2015 წლის 15 სექტემბერი - 31 ოქტომბერი

საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები:

არაუმეტეს 20 000 ლარისა (დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციას თანხა ჩაერიცხება 2015 წლის 1 ოქტომბრიდან)

დამატებითი მოთხოვნები პირველი და მეორე მიმართულებების თემატიკებზე წარმოდგენილ  საგრანტო პროექტებთან დაკავშირებით:

  • საგრანტო პროექტის განხორციელების არეალი უნდა მოიცავდეს საგარეჯოს ან/და მარტვილის საარჩევნო ოლქ(ებ)ს. 
  • კონკურსის მიზნებიდან გამომდინარე, არჩევნების დღის გამოცხადების შემდეგ პროექტის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია, წაანაცვლოს პროექტის განხორციელების გრაფიკი საგრანტო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად და აცნობოს სწავლების ცენტრს. 
  • საგრანტო პროექტის სრულფასოვნად შესრულების ხელშეწყობის მიზნით, დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები/საგრანტო პროექტის შესრულების პროცესში ჩართული პირები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები, პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის/ღონისძიებების განხორციელების პერიოდში თავი აარიდონ ისეთ მოქმედებას, რომელიც შეიძლება აღქმულ იქნას რომელიმე პარტიისა თუ საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერად/წინააღმდეგ ქმედებად, მათ შორის, თავი შეიკავონ პროექტის განმახორციელებელ, შემსრულებელ პირად ისეთი პირების ჩართვისაგან, რომლებიც 2015 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის წარმოადგენენ საარჩევნო სუბიექტს. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გამოიყენება „გრანტის გაცემის წესით“ განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომები.

დამატებითი ინფორმაცია საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით 

ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კონკურსის გამოცხადებამდე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (შემდგომში - არასამთავრობო ორგანიზაცია).

კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ხელმძღვანელი პირები ან/და კონკურსში წარსადგენად შემუშავებული პროექტის განმახორციელებელი პირები არიან: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი; ცესკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; სწავლების ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; საგრანტო საკონკურსო კომისიის,  კომისიის სამდივნოსა და მონიტორინგის ჯგუფის წევრი. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებში იგულისხმება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები.

საგრანტო კონკურსში წარსადგენი საკონკურსო დოკუმენტაცია:

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია მითითებული წესის დაცვით:

ა) საგრანტო განაცხადი დანართი N1-ის ფორმის დაცვით (ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD)); 

ბ) საგრანტო კონკურსის გამოცხადების (2015 წლის 21 ივლისის) შემდეგ მომზადებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის მონაცემებით დასტურდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას არ გააჩნია შემდეგი  ვალდებულებები: ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა, მოვალეთა რეესტრი (ნაბეჭდი ფორმით);

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტი (წესდება, დებულება ან სხვა) (ნაბეჭდი ფორმით).

შენიშვნა: კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარადგინოს მხოლოდ ერთი საგრანტო განაცხადი.

განმხილველი ორგანო:

არასამთავრობო ორგანიზაციის საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასებას, არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების/დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს „გრანტის გაცემის წესის“ შესაბამისად შექმნილი საგრანტო საკონკურსო კომისია, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის  სხდომაზე დაუსწრებლად.

საგრანტო საკონკურსო კომისიის წევრების მიერ საგრანტო პროექტების შეფასება ხორციელდება საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასების ფურცელში განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად (დანართი N2) 

საგრანტო კონკურსის შედეგების საჯაროობა:

საგრანტო კონკურსის მონაწილეებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ მათ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით. ინფორმაცია საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ასევე განთავსდება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებ–გვერდებზე: www.cesko.ge  www.electionreforms.ge

საგრანტო კონკურსის გრაფიკი:

  • კონკურსის გამოცხადება: 21 ივლისი, 2015 წელი;
  • საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა: 2015 წლის 22 ივლისიდან - 4 აგვისტოს ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 10:00 საათიდან - 19:00 საათამდე, სწავლების ცენტრის იურიდიულ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი;
  • საინფორმაციო შეხვედრები საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესთან დაკავშირებით: 2015 წლის 23 და 24 ივლისი, 14:00 საათი, სწავლების ცენტრის იურიდიულ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი, ცესკოს შენობა, მეხუთე სართული.

„გრანტის გაცემის წესი“ იხილეთ ბმულზე:

http://electionreforms.ge/files/article_attachments/737.pdf

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 261 21 11

  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
თებერვალი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  123
4
5
6789101112
13141516171819
20212223242526
2728     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia