საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

დასრულდა არასამთავრობო ორგანიზაციების საგრანტო საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება

04.08.2015
ბეჭდვა

2015 წლის 4 აგვისტოს  დასრულდა 21 ივლისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება.

შემოტანილ იქნა 19 საგრანტო პროექტი, აქედან:

პირველი მიმართულების თემატიკაზე - ამომრჩეველთა ინფორმირება 2015 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის - 8 საგრანტო პროექტი:

  1. ააიპ საჯარო პოლიტიკის ცენტრი
  2. ააიპ მედია ცენტრი კახეთი
  3. ააიპ ჟურნალისტთა ასოციაცია - საზოგადოებრივი განვითარების კავშირი „მეცენატი“
  4. ააიპ რეგიონალური ინიციატივების ცენტრი „ნათელი მომავალი“
  5. ააიპ სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი
  6. ააიპ საქართველოს ახალგაზრდობის განვითარების კავშირი
  7. ააიპ კავშირი „21-ე საუკუნე“
  8. ააიპ ახალგაზრდა ადვოკატები                                                                                                                                                                        

მეორე მიმართულების თემატიკაზე  - მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობის ხელშეწყობა 2015 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების პროცესში -11 საგრანტო პროექტი:

  1. ააიპ ქალები სამართლიანობისთვის
  2. ააიპ საზოგადოებრივი დამცველი
  3. ააიპ სოციალური დაცვის ლიგა
  4. ააიპ საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS
  5. ააიპ კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
  6. ააიპ ადამიანის უფლებათა ცენტრი
  7. ააიპ კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის
  8. ააიპ ქალები მომავლისთვის
  9. ააიპ თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია (თგუდა)
  10. ააიპ საქართველოს უსინათლოთა კავშირი
  11. ააიპ ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი - XXI

კონკურსის ფარგლებში შექმნილი საგრანტო საკონკურსო კომისიის სამდივნო უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოფდა საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას დაინტერესებულ პირთათვის ცხელი ხაზის მეშვეობით.

არასამთავრობო ორგანიზაციების საკონკურსო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის საკითხის შემოწმების წესს "გრანტის გაცემის წესი" არეგულირებს. არასამთავრობო ორგანიზაციებს ეძლევათ შესაძლებლობა დადგენილ ვადებში გამოასწორონ არასრულყოფილად წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია. არასამთავრობო ორგანიზაციებთან ამ ურთიერთობის კოორდინაციას ახორციელებს საგრანტო საკონკურსო კომისიის სამდივნო, მათ ელექტრონულ მისამართზე შესაბამისი შეტყობინების გაგზავნისა და სატელეფონო  შეტყობინების ფორმით. აღნიშნული დამატებით უზრუნველყოფს არასამთავრობო ორგანიზაციებთან სწავლების ცენტრისა და ცესკოს პროაქტიულ თანამშრომლობას.

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული შემდგომი ინფორმაცია ეტაპობრივად განთავსდება ვებ-გვერდზე.

ცხელი ხაზი: 261 21 11; 599 95 83 83

  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
თებერვალი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12
3
45
6789101112
13141516171819
20212223242526
2728     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia