საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

დასრულდა არასამთავრობო ორგანიზაციების საგრანტო საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება

29.03.2016
ბეჭდვა

2016 წლის 29 მარტს  დასრულდა 15 მარტს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება.

საკონკურსო თემატიკაზე - „პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა 2016 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის“ სულ შემოსულია  13 საგრანტო პროექტი.

კონკურსში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები:

  1. ააიპ სოციალური დაცვის ლიგა
  2. ააიპ სამხრეთ კავკკასიის ახალგაზრდა ქალ ექსპერტთა ქსელი მშვიდობის და უსაფრთხოებისთვის
  3. ააიპ ქალი და განვითარება
  4. ააიპ განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი
  5. ააიპ თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია
  6. ააიპ სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურცენტრი
  7. ააიპ სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
  8. ააიპ ამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი
  9. ააიპ საქართველოს სახელმწიფო მოდერნიზაციის ინსტიტუტი
  10. ააიპ საქართველოს სულიერი და სოციალურ-ეკონომიკური  განვითარების საერთაშორისო ფონდი იბერიის აღდგომა
  11. ააიპ საერთო სამოქალაქო მოძრაობა ”მრაველეროვანი საქართველო“
  12. ააიპ ევრო-კავკასიური თანამშრომლობის ასოციაცია
  13. ააიპ კავშირი „21-ე საუკუნე“

კონკურსის ფარგლებში შექმნილი საგრანტო საკონკურსო კომისიის სამდივნო უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოფდა საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას დაინტერესებულ პირთათვის ცხელი ხაზის მეშვეობით.

არასამთავრობო ორგანიზაციების საკონკურსო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის საკითხის შემოწმების წესს "გრანტის გაცემის წესი" არეგულირებს. არასამთავრობო ორგანიზაციებს ეძლევათ შესაძლებლობა დადგენილ ვადებში გამოასწორონ არასრულყოფილად წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია. არასამთავრობო ორგანიზაციებთან ამ ურთიერთობის კოორდინაციას ახორციელებს საგრანტო საკონკურსო კომისიის სამდივნო, მათ ელექტრონულ მისამართზე შესაბამისი შეტყობინების გაგზავნისა და სატელეფონო  შეტყობინების ფორმით. აღნიშნული დამატებით უზრუნველყოფს არასამთავრობო ორგანიზაციებთან სწავლების ცენტრისა და ცესკოს პროაქტიულ თანამშრომლობას.

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული შემდგომი ინფორმაცია ეტაპობრივად განთავსდება ვებ-გვერდზე.

ცხელი ხაზი: 261 21 11; 599 95 83 83

  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
თებერვალი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12
3
45
6789101112
13141516171819
20212223242526
2728     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia