საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა

09.11.2023
ბეჭდვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტულია უზრუნველყოს ყველა ამომრჩევლისთვის თანაბარი პირობების და საარჩევნო გარემოს შექმნა. დღევანდელი შეხვედრის თემა მხარდაჭერის მიმღები პირების არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევის პროექტი  იყო.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს დღეს წარვუდგინეთ ახალი პროექტი, გზამკვლევი, რომელიც მიზნად ისახავს კერძოდ მხარდაჭერის მიმღებ პირთა ინფორმირებასა და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ინსტრუქციის მომზადებას. გზამკვლევის სრულყოფის მიზნით ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მოსმენა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდს (IFES), რომლის ექსპერტული ჩართულობით და მონაწილეობითაც შემუშავდა ეს დოკუმენტი “ - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

გზამკვლევის პროექტზე დეტალურად ისაუბრა ცესკოს სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა, სოფიო სიჭინავამ.  საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს ჯგუფის წევრებმაც.

“გზამკვლევში ასახულია მხარდაჭერის მიმღები პირების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ყველა პროცედურა - არჩევნების მნიშვნელობის შესახებ, საარჩევნო პროცედურების შესახებ, ასევე კომუნიკაციის იმ საშუალებების შესახებ, რომელიც უშუალოდ მხარდაჭერის მიმღებ პირს შეუძლია საარჩევნო პროცესში ჩართულობისთვის გამოიყენოს “, - განაცხადა სოფიო სიჭინავამ.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის სამუშაო შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა.

ვიდეო გალერეა

შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა ცესკოში

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
1920
21
22232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia