საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

დასრულდა სასწავლო პროექტი საარჩევნო ტექნოლოგიურ სიახლეებზე საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრების გადასამზადებლად

14.06.2024
ბეჭდვა

კვალიფიციური საარჩევნო ადმინისტრატორების შერჩევის პროცესის მხარდასაჭერად, სწავლების ცენტრმა ცესკოსთან პარტნიორობით, 2024 წლის 8 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით პერიოდში, საინფორმაციო-სასწავლო პროექტი „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ განახორციელა. აღნიშნული ინიციატივა სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში ასახულ რეკომენდაციებს ეხმიანება და საარჩევნო რეფორმის შესაბამისად მიზნად ისახავს საარჩევნო ტექნოლოგიურ სიახლეებზე საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური საკადრო რესურსის გადამზადებას.

პროექტი ქვეყნის მასშტაბით 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩატარდა. სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებმა სწავლება პროფილურად შერჩეული კურსის მიხედვით გაიარეს:

  • კურსი საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის;
  • კურსი საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური ხელმძღვანელი პირებისთვის.

პროფილური მიმართულებების შესაბამისად, მონაწილეებმა მიიღეს სპეციალიზებული ცოდნა შემდეგ ძირითად საკითხებზე: საქართველოს პარლამენტის 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების მოდერნიზაციის ტენდენციები; ხმის მიცემის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება; ამომრჩევლის საარჩევნო უფლების რეალიზება, ფარულობა და დაცულობა კენჭისყრის პროცესში; ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მნიშვნელობა და საარჩევნო აპარატების გამოყენებით კენჭისყრის პროცესში შშმ ამომრჩევლების დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშეწყობა.

სასწავლო პროგრამაში მნიშვნელოვანი აქცენტები საარჩევნო პროცესში ინტეგრირებულ ტექნოლოგიურ სიახლეებზე გაკეთდა. მონაწილეებმა, საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის შესაბამისად, აპარატების ფუნქციონალი შეისწავლეს და ამ მიზნით, კენჭისყრის პროცედურების ეპიზოდური ინსცენირებების ფორმატში, განახორციელეს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატების, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების და კენჭისყრის წინასწარი შედეგების გადაცემისთვის განკუთვნილი პლანშეტური კომპიუტერების მართვა.

პროექტში მონაწილეობა მიიღო 16514-მა მოქალაქემ (ქალი-13502; კაცი-3012). ბენეფიციართაგან სრული კურსის გავლის სერტიფიკატი გადაეცემა 16392 პირს (ქალი-13424; კაცი-2968), აქედან პროფილური მიმართულებების მიხედვით:

  • საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრების სასწავლო კურსის გავლის სერტიფიკატი - 10593 მოქალაქეს (ქალი-8648; კაცი-1945);
  • საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური ხელმძღვანელი პირების სასწავლო კურსის გავლის სერტიფიკატი - 5799 პირს (ქალი-4776; კაცი-1023).

„საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ 170-მა ტრენერმა ჩაატარა. ტრენერთა გადამზადება სწავლების ცენტრმა უზრუნველყო, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) პარტნიორობით.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia